» » Bild : მიროსლავ კლოზე "ბაიერნში" ბრუნდება?

Bild : მიროსლავ კლოზე "ბაიერნში" ბრუნდება?

18-04-2018, 15:31 -ss- სიახლეები 3

Bild : მიროსლავ კლოზე
გერმანიის ეროვნული ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მიროსლავ კლოზე, შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში, სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს. წყაროს თქმით, მომავალი საფეხბურთო სეზონიდან, პოლონელი ფესვების მქონე ვეტერანი შემტევი, მიუნხენური კლუბის 17-წლამდელთა ასაკობრივ გუნდს უხელმძღვანელებს.


აღსანიშნავი ფაქტია, რომ მიროსლავ კლოზემ, მას შემდეგ რაც საკუთარი საფეხბურთო კარიერა დაასრულა, სამწვრთნელო საქმიანობის შესწავლა დაიწყო. მან უკვე აიღო ხსენებული საქმიანობისათვის აუცილებელი ლიცენზია და ბუნდესნაკრების შემადგენლობაში, იოახიმ ლიოვს დაქვემდებარებული სამწვრთნელო შტაბის, სრულფასოვანი წევრი გახდა.

ვეტერან მოიერიშეს არაერთი წელი აქვს გატარებული მიუნხენური კლუბის რიგებშიც. 2007-2011 წლებში იგი "რეკორდმაისტერის" ღირსებას იცავდა. მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად არის ბუნდესლიგის ორგზის ჩემპიონი და გერმანიის თასის მფლობელი. მან საკუთარი პროფესიული კარიერა, რომის "ლაციოს" შემადგენლობაში 2016 წელს დაასრულა.
1
0

dachi8 (19 აპრილი 2018 15:26)

-ss-,
ხო აუცილებელიცაა, ვფიქრობ იუპმა დარჩენილ თამაშებში დუბლის ფეხბურთელები უნდა გამოიყენოს, ან რომელიმე ახალგაზრდულიდან.
0

-ss- (19 აპრილი 2018 11:19)

dachi8,
დაქოქონ ერთი ახალი თაობა რა, კადრებს ვეღარ გვაძლევს წლებია
0

dachi8 (19 აპრილი 2018 02:10)

კარგიააა, შოლიც მოდის ბავარიის დუბლში და შეიკრა ძველი გუნდი kicha
მაკაი, ბომელი, კანი გვაკლია და ეგაა, გავდივართ kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.