» » მათეუსი კოვაჩს აქებს

მათეუსი კოვაჩს აქებს

19-04-2018, 02:08
080
“ბავარიის“ ყოფილი ნახევარმცველი ლოთარ მათეუსი ნიკო კოვაჩის კანდიდატურას ეთანხმება, რომელიც მომდევნო სეზონიდან მიუნხენურ გუნდს ჩაუდგება სათავეში.

„კოვაჩი გამოცდილებას ფლობს, ის შესანიშნავი ფეხბურთელი და კაპიტანი გახლდათ ხორვატიის ნაკრების. „ბავარიას“ კარგი გერმანულ ენაზე მოლაპარაკე მწვრთნელი სჭირდებოდა, ნიკო კოვაჩმა კი მშვენიერი სამუშაო გასწია ბოლო 2,5 წელიწადის განმავლობაში „აინტრახტში“.

"დიდი ხანი არაა გასული, რაც ეს გუნდი ბუნდესლიგაში არსებობისათვის იბრძოდა, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის იბრძვის. კოვაჩს ქარიზმა, ვნება აქვს და ის ფეხბურთს გრძნობს. ის ლიდერულ თვისებებს გამოხატავდა ფეხბურთელად ყოფნის დროს, ახლა კი ამას მწვრთნელის რანგში აკეთებს“, - განაცხადა ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..