» » რუმენიგე: რეალის დამარცხება შეგვიძლია

რუმენიგე: რეალის დამარცხება შეგვიძლია

19-04-2018, 14:41 -ss- სიახლეები / ანონსი 2

რუმენიგე: რეალის დამარცხება შეგვიძლია
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის გუნდს მადრიდის "რეალის" დამარცხება შეუძლია. "ბავარიელთა" ხელმძღვანელის განცხადებით გერმანიის "რეკორდმაისტერი" ჩინებულ ფორმაში იმყოფება და მიმდინარე საფეხბურთო სეზონში უმაღლესი მიზნებისათვის ბრძოლას აპირებს.

"აუცილებელია ნახევარფინალური ორთაბრძოლისათვის საჭირო კონცენტრაცია შვინარჩუნოთ. თუ ვინმეს შეუძლია მადრიდის "რეალის" დამარცხება, ახლა სწორედ მიუნხენის "ბაიერნია" ეს გუნდი. ფეხბურთელები უბრალოდ შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან და მაქვს განცდა, რომ მათ შეუძლიათ მოიგონ ყველაფერი რასაც კი მოისურვებენ. როგორც "ბაიერნის" ერთგული გულშემატკივარი, შემიძლია გითხრათ, რომ მათი თამაშის ხილვა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს."-ციტირებს ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი, კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.

შეგახსენებთ, ევროპულ კლასიკოდ მონათლული დაპირისპირება მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს" შორის 25 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. განმეორებით შეხვედრა კი ესპანეთში 1 მაისს არის ჩანიშნული.
1
1

-ss- (19 აპრილი 2018 20:59)

Gallardo,
მაგრად მჯერა, რომ მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით მოვუგებთ რეალს rekordera
1

Gallardo (19 აპრილი 2018 15:40)

ასე უნდა იფიქროს თითოეულმა მოთამაშემ მოედანზე და ეს სიტყვები ახდება
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.