» » ჰიტცფელდი: "ბავარიამ კარგი არჩევანი გააკეთა"

ჰიტცფელდი: "ბავარიამ კარგი არჩევანი გააკეთა"

19-04-2018, 21:38 dachi8 სიახლეები 1

ჰიტცფელდი:
“ბავარიის“ ყოფილი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი SPORT BILD-თან მიცემულ ინტერვიუში რეკორდმაისტერის ახალ მწვრთნელზე ნიკო კოვაჩზე საუბრობს, რომელიც როგორც ფეხბურთელი მის დაქვემდებარებაში 2001-2003 წლებში ასპარეზობდა.

„ნიკო ჰასან სალიხამიჯიჩს გავდა, ორივე გუნდური მოთამაშე გახლდათ და უდიდესი პიროვნება. მათ შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ, როდესაც ჩემი მოთამაშეები გახლდნენ“. მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კოვაჩისათვის „ფრანკფურტიდან“ „ბაიერნში“ გადადგმული ნაბიჯი მეტად დიდია და სახიფათო, ჰიტცფელდი არ იზიარებს: „ის იცნობს გარემოს, მოლოდინებს და ზეწოლას. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - იძახის ჰიტცფელდი. „ბავარიამ კარგი არჩევანი გააკეთა ჩემი შეხედულებით“, - აცხადებს ყოფილი მწვრთნელი.

იმის შესახებ თუ როგორ გაუმკლავდეს ახალი მწვრთნელი არიენ რობენსა და ფრანკ რიბერის, რომლებთანაც კლუბი კონტრაქტის 1 წლიან გახანგრძლივებას გეგმავს, ჰიტცფელდი აღნიშნავს: „ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა მწვრთნელისთვის, როდესაც საუკეთესო შემსრულებლები გყავს, რომელთა კარიერის დასასრულიც თვალთახედვის არეალშია მოქცეული. მათი სათადარიგო სკამზე განთავსება ადვილი არაა“.

„იმისათვის, რომ ფეხბურთელებმა მიგიღონ, არ არის აუცილებელი გარკვეული ასაკი ან ბევრი ტიტული გქონდეს, საუბარი თანმიმდევრულ ქმედებებზეა. აი რას გააკეთებს ნიკო კოვაჩი დარწმუნებითა და ადამიანური მახასიათებლებით“- იძახის “გენერალი”.
4
1

Mishka (20 აპრილი 2018 11:26)

ყველაზე იმედისმომცემი შეფასება იყო. მთავარია ხლაფორთი არ დაიწყოს და გერმანულ სტილთან ახლოს იყოს
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.