» » ბალაგე: "რეალმა დიდი თანხა უკვე მოამზადა"

ბალაგე: "რეალმა დიდი თანხა უკვე მოამზადა"

22-04-2018, 09:33 dachi8 სიახლეები 0

ბალაგე:
ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგე ყვება, რომ მადრიდის „რეალი“ ზაფხულში შეეცდება მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი შეიძინოს.


„რეალი“ შეეცდება ბენზემა შეინარჩუნოს და ბეილი გაყიდოს, თუმცა გარეტს კლუბის დატოვება არ სურს. ლევანდოვსკის „რეალში“ გადასვლა სურს. მას შემდეგ რაც მან აგენტი შეიცვალა, ჩვენ უფრო და უფრო მეტ დეტალებს ვეცნობით. ახლა, გერმანული პრესის საშუალებით ვიგებთ, რომ რობერტმა თანაგუნდელებს განუცხადა „რეალში“ გადასვლის სურვილის შესახებ. ეს სტრატეგიის ნაწილია - რომ კლუბიდან წახვიდე“.

“ბავარია“ ამტკიცებს, რომ ლევანდოვსკი არ გაიყიდება, მაგრამ „რეალმა“ დიდი თანხა უკვე მოამზადა. ვნახოთ, გაყიდის თუ არა მიუნხენი პოლონელს, ვალდებულნი არ არიან - კონტრაქტში კომპენსაციის თანხა არაა მითითებული. ლევანდოვსკის შეძენა და მისი მოედანზე განთავსება რონალდუსთან ერთად, მადრიდულ კლუბს დიდ სიძლიერეს შემატებს შეტევაში. წინათ კრიშტიანუმ და რამოსმა რობერტთან ილაპარაკეს და ურჩიეს მადრიდში გადასულიყო. რონალდუს თანხმობა ნამდვილად ნიშნავს რაღაცას“, - განაცხადა ბალაგემ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.