» » რუმენიგე: "რეალი ფავორიტია"

რუმენიგე: "რეალი ფავორიტია"

23-04-2018, 13:07 dachi8 სიახლეები 3

რუმენიგე:
მიუნხენში, მხატვრების სახლში, იტალიელი ელჩის მიღებისას „ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ რეკორდმაისტერის ყოფილი იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი შეაქო და მადრიდის „რეალის“ უპირატესობა აღნიშნა მოახლოებულ მატჩზე.


კარლო ანჩელოტის შესახებ

„კარლო ანჩელოტი - შესანიშნავი მწვრთნელია და მშვენიერი ადამიანი, მსურს, რომ მან კვლავ იპოვნოს სამსახური ამ ზაფხულს. პსჟ-თან მატჩის შემდეგ მეტად საწყენი იყო, რომ მან ჩვენი მოლოდინები ვერ გაამართლა. მე მხოლოდ ერთი საყვედური მაქვს მისი მისამართით, კარლოს გერმანული ენა უნდა ესწავლა“.


ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მატჩზე „რეალის“ წინააღმდეგ:

„ბავარია“ ამ მატჩებზე ყველანაირი ეიფორიის გარეშე მიდის - ჩვენ ვიცით, თუ ვისთან გვაქვს საქმე: „მადრიდი“ - საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, მათ 2-ჯერ ზედიზედ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. ვიცით, რომ „რეალი“ ორივე თამაშში ფავორიტია, მაგრამ ჩვენ მაინც გვსურს, ფინალში გავიდეთ. რთული იქნება: ფავორიტი მადრიდის „რეალია“. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამჯერად საშინაო თამაში უნდა მოვიგოთ. ბოლოს საშინაო თამაშებში „მადრიდთან“ 2014 წელს ანგარიშით 0:4 წავაგეთ გვარდიოლას დროს და 2017-ში კი ანჩელოტის დროს 1:2 ანგარიშით.

ინვესტორების მხარდაჭერაზე

„ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არაბი და რუსი მილიარდერი ინვესტორების გარეშეც გავიდეთ. ჩვენ უფრო სხვაგვარი ფილოსოფია გვაქვს, ვიდრე ეს „მანჩესტერ სიტის“ ან „პსჟ“-ს გააჩნია, რომლებიც შეიძლება სხვა კლუბების მაგალითი იყვნენ“.
1
0

TAMARA (23 აპრილი 2018 14:45)

ფავორიტი არის რათქმაუნდა, რაც არ უნდ იყოს ზედიზედ 2 გზის გამარჯვებულია, ამიტომაც აქვს ცოტათი მეტი უპირატესობა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს
0

dachi8 (23 აპრილი 2018 14:43)

-ss-,
კი 100% ხარ.
1

-ss- (23 აპრილი 2018 14:35)

ფავორიტი არ არსებობს ამ შეხვედრაში. უბრალო დიპლომატიაა და ზედმეტი წნეხისგან იხსნიან თავს, როდესაც მეტოქეს ასახელებენ ფავორიტად
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.