» » ბოატენგი : გუნდური მოქმედება გამარჯვების საწინდარია

ბოატენგი : გუნდური მოქმედება გამარჯვების საწინდარია

24-04-2018, 11:52 -ss- სიახლეები / ანონსი 2

ბოატენგი : გუნდური მოქმედება გამარჯვების საწინდარია
მიუნხენის "ბაიერნის" უკანახაზელი ჟერომ ბოატენგი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მადრიდის "რეალთან" გასამართი ნახევარფინალური ორთაბრძოლის შესახებ საუბრობს. ცენტრალური მცველის განცხადებით, ამ შეხვედრაში მისი გუნდისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს, "სამეფო" კლუბის პორტუგალიელი შემტევის, სრული ნეიტრალიზაცია წარმოადგენს.


"რონალდუს შეჩერება მხოლოდ გუნდური მოქმედებებით არის შესაძლებელი. მოედნის საჯარიმო ზონაში იგი ნამდვილი მანქანაა. შეუძლებელია მისი მთლიანად დაკეტვა, საკუთარ მომენტს იგი აუცილებლად მოძებნის. მადრიდის "რეალი" თამაშს ამ ფეხბურთელის გარშემო აწყობს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მას რაც შეიძლება ნკალები თავისუფალი სივრცე დავუტოვოთ."-ციტირებს ჟერომ ბოატენგის სიტყვებს გამოცემა Sky Sports

ხსენებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველმა იოშუა კიმიხმაც. ახალგაზრდა "ბავარიელის" განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ, შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში განსაკუთრებით საშიშია და საკუთარ თანაგუნდელებს სრული კონცენტრაციისკენ მოუწოდებს.

"ცალკე აღებული მხოლოდ კრიშტიანუ რანალდუს ვიდეოებს არ ვუყურებთ, ჩვენ მთლიანად მადრიდის "რეალის" თამაშს ვაანალიზებთ. პორტუგალიელის შეჩერება, მხოლოდ ერთიანი ძალებით შეგვიძლია. ის ნამდვილი გოლიადორია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი გამარჯვებების სერია შევწყვიტოთ."

"რაც შეეხება უშუალოდ გატანილ გოლებს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, კრიშტიანუ უკეთ ასპარეზობს ვიდრე ლიონელ მესი. ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია. მესი შესანიშნავად მოქმედებს დრიბლინგის დროს, ხოლო რონალდუ შეტევის დამამთავრებელ სტადიაზეა ბრწყინვალე. დანამდვილებით არ შემიძლია იმის თქმა, თუ რომელია ამ ორიდან საუკეთესო ფეხბურთელი"-განცხადა კიმიხმა ინტერნეტ-გამოცემა AS-თან მიცემულ ინტერვიუში.
1
0

-ss- (25 აპრილი 2018 09:28)

dachi8,
lool lool ციტირებს დაჩის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა fcbayern.ge
1

dachi8 (25 აპრილი 2018 02:47)

რონალდუს შეჩერება როგორც გუნდურად ასევე კარგი მსაჯობითაც შეიძლება დააყოლა დაჩიმ ab
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.