» » კროოსი : ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება

კროოსი : ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება

24-04-2018, 12:34 -ss- სიახლეები / ანონსი 3

კროოსი : ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი ტონი კროოსი, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს, ჟურნალისტებთან საუბრისას, 25 აპრილს "ალიანც არენაზე" გასამართ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში, მისთვის განსაკუთრებული ემოციებით დატვირთული იქნება. 28 წლის ფეხბურთელის თქმით, იუპ ჰაინკესის შეგირდები, საუცხოო ფორმაში იმყოფებიან და მადრიდელებს წინ ძალიან მძიმე შეხვედრა ელით.

"რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული მომენტია, როდესაც გიწევს იმ კლუბის წინააღმდეგ თამაში, რომლის რიგებშიც 6-7 წლის განმავლობაში ასპარეზობდი. ეს არის შესაძლებლობა ვნახო ბევრი ჩემი ახლო მეგობარი. ისინი რომელთან ერთადაც ვთამაშობდი, ან დღემდე ვთამაშობ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში."

"მე თვითონ ვასპარეზობდი კლუბში, რომელსაც იუპ ჰაინკესი წვრთნიდა და ვიცი, რომ ეს ტოპ-მწვრთნელია. როდესაც იგი გუნდში დაბრუნდა, არსებული ატმოსფერო კარდინალურად შეიცვალა. "ბავარიამ" გაცილებით უკეთ დაიწყო თამაში, ასე რომ წინა წელთან შედარებით, ამ გუნდის დამარცხება უფრო რთული იქნება, თუმცა ამის გაკეთებას ყველანაირად ვეცდებით. ძალიან კარგად მახსოვს, გასულ სეზონში გამართული მეოთხედფინალური ორთაბრძოლა, რა დროსაც ჩვენ შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოვიპოვეთ, ვნახოთ რა იქნება ამჯერად."-ციტირებს ტონი კროოსის სიტყვებს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.
1
0

TAMARA (24 აპრილი 2018 19:41)

კროოს მოკვდი ეაა. იმედია სადმე ცჰამოვარდები ნაბიცჰვარო. შენს გამო ნაკრებსაც ზურგი ვაქციე
0

-ss- (24 აპრილი 2018 14:31)

muller13,
არაუშავს, მწარე რევანში ელით rekordera
2

muller13 (24 აპრილი 2018 12:45)

დამპალი. მოიპოვეთ თუ მოგაპოვებონეს შემდეგი ეტაპი? დამპალი ესა.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.