» » მიულერი : ურთულესი მატჩი გველის

მიულერი : ურთულესი მატჩი გველის

24-04-2018, 13:31 -ss- სიახლეები / ანონსი 3

მიულერი : ურთულესი მატჩი გველის
მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი მოიერიშე, თომას მიულერი უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის ეგიდით, მადრიდის "რეალთან" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერთმანეთს ორი ტოპ-კლუბი შეებრძოლება და შემდეგ ეტაპზე მხოლოდ საუკეთესო გავა. "ბავარიელთა თილისმა" ერთგულ გულშემატკივარს, მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.


"მოუგო ასეთ მეტოქეს, ეს ურთულესი მისიაა. მათ რიგებში უმაღლესი კლასის მოთამაშეები ასპარეზობენ. როდესაც შედარებით ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიყავი, მიუნხენის "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. ჩვენი კლუბი იმარჯვებდა, ხანაც აგებდა თუმცა მიუხედვად შედეგისა, ყოველი ეს მატჩი იყო გამორჩეული და სანახაობრივი. რა თქმა უნდა, ორივე ეს გუნდი ერთმანეთის მიმართ უაღრესად დიდი პატივისცემით არის განწყობილი."

"ნახევარფინალში ერთმანეთს ორი გრანდი ხვდება, რაც გარანტიაა იმისა, რომ დაძაბულობა პიკს მიაღწევს. თითოეულ ფეხბურთელს ძალიან კარგად ესმის მიმდინარე მოვლენის მნიშვნელობა. ყველაფერი შეიძლება უბრალო დეტალმა გადაწყვიტოს, ან ერთმა შეცდომამაც კი... მღელვარება იგრძნობა ტრიბუნებზეც. ჩვენ ვაპირებთ, საფინალო სასტვენამდე ვიბრძოლოთ, თუმცა ამას ასევე გეტყვით მეტოქე გუნდის ყოველი ფეხბურთელი."

"შენ ყოველთვის მოტივირებული ხარ და გსურს მოიგო მომავალი მატჩი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შენ მოიგე უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირი, სამჯერ, ერთხელ, თუ საერთოდ არ მოგიგია იგი. უბრლოდ გსურს რომ მეტოქე დაჯაბნო. ჩვენ ბოლო ხუთი წელია, რაც არ მოგვიგია უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, სწორედ ამიტომ ერთგვარი შიმშილის გრძნობა გაგვაჩნია. თუ ჩვენ საჭირო მოტივაციას შევინარჩუნებთ, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეგვეძლება, უმაღლეს დონეზე ასპარეზობა."-ციტირებს ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი თომას მიულერის სიტყვებს.
1
0

dachi8 (25 აპრილი 2018 02:51)

მიულერ, ან გოლი ან საგოლე გადაცემები შენზეა bayern
0

TAMARA (24 აპრილი 2018 20:00)

იმედია არ ჩაისვრით როგორც გჩვევიათ ამ ბოლო დროს და გახვალთ ფინალში. მომბეზრდა უკვე. 10 წელიწადში ერთხელ მარტო როგორ უნდა იგებდეთ და ისიც ვაი ვაგლახით
1

muller13 (24 აპრილი 2018 13:38)

მიულა უეჭველი უნდა შეაგდო აი უეჭველი.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.