» » ლეგენდარული საშინაო მატჩები რეალის წინააღმდეგ

ლეგენდარული საშინაო მატჩები რეალის წინააღმდეგ

25-04-2018, 02:46 dachi8 სიახლეები / სხვადასხვა 3

ლეგენდარული საშინაო მატჩები რეალის წინააღმდეგ
ყველაზე სწრაფი გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში და ნახევარფინალში ბოლო წუთებზე ტურნირიდან გავარდნა. წარსულ წლებში „რეალს“ „ბავარიასთან“ თამაშისას ადვილი თამაშები არ ჰქონია. პირველი 10 მატჩიდან რეკორდმაისტერთან მადრიდელებმა 9 მარცხი იწვნიეს (1 ფრედ დასრულდა). თუმცა ბოლო წლებში მადრიდულმა კლუბმა შეწყვიტა თავისი წარუმატებელი სტატისტიკა და „ალიანც არენაზე“ 2 მატჩი მოიგო. პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ fcbayern.com იხსენებს წინა ლეგენდარულ ურთიერთდაპირისპირებებს.



2000 წლის 8 მარტი, შუალედური თამაში - ლოთარ მათეუსის გამოსამშვიდობებელი მატჩი

ის, რომ პირველი ჩემპიონთა ლიგის ურთიერთდაპირისპირება გერმანიისა და ესპანეთის გრანდებს შორის „ოლიმპიაშტადიონზე“ განსაკუთრებული იქნებოდა, ჯერ კიდევ ცნობილი იყო სასტარტო სასტვენამდე. ეს ბოლო მატჩი იყო ლოთარ მათეუსის „ბავარიის“ მაისურით. ლეგენდის გაცილება დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. როდესაც 90-ე წუთზე 60 000 მაყურებლის ოვაციებით მათეუსი მოედანს ტოვებდა, ტაბლოზე 4:1 ანგარიში ფიქსორდებოდა, „ბავარიის“ სასარგებლოდ. გოლებით იმ საღამოს გამოირჩნენ შოლი, ელბერი და ციკლერი, რომელმაც დუბლი გაიფორმა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლის ავტორი ელგერა გახდა.

2000 წლის 9 მაისი: ნახევარფინალის საპასუხო მატჩი - მოიგეს მაგრამ ტურნირს გამოეთიშნენ

2 თვის შემდეგ, ორივე კლუბი კვლავ დაუპირისპირდა ერთმანეთს „ოლიმპიაშტადიონზე“. ამჯერად ნახევარფინალის საპასუხო მატჩში. პირველ შეხვედრაში მადრიდში „ბავარიამ“ მარცხი იწვნია ანგარიშით 0:2. „რეალი“ ჯოჯოხეთის გზას გაივლის“, - დაპირდა ული ჰიონესი შეხვედრის წინ. პირველივე წუთებიდან მიუნხენელები პრეზიდენტის სიტყვებს ამტკიცებდნენ. უკვე მე-12 წუთზე თავდამსხმელთა ტრიომ (იანკერი, ელბერი, სერჟიო) გოლის ორგანიზება მოახდინეს - იანკერმა ანგარიში 1:0 გახადა. მომდევნო წუთები „ბავარიელები“ აგრძელებდნენ ზეწოლის განხორციელებას მეტოქის კარში, მაგრამ ანელკამ ეფექტურად გამოიყენა „რეალის“ ერთ-ერთი კონტრშეტევა და ანგარიში 1:1 გახადა. მოედნის გაცვლის შემდგომ ელბერმა ანგარიში 2:1 გახადა ტაბლოზე, მაგრამ მეტი გოლი იმ საღამოს იკერ კასილასის კარში არ გასულა. ამგვარად ფინალში არა „ბავარია“, არამედ „რეალი“ გავიდა.

2001 წლის 9 მაისი: საპასუხო ნახევარფინალულრი მატჩი - იერემისის გოლი

ზუსტად 1 წლის შემდეგ, მიუნხენში ახალი ნახევარფინალური დაპირისპირებათა სერია შედგა „ბავარიასა“ და „რეალს“ შორის. ამჯერად გერმანული გრანდი უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან მადრიდში 1:0 ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა. საპასუხო მატჩიც ასევე „ბავარიელებმა“ თავის სასარგებლოდ გადაწყვიტეს. ელბერის გოლის შემდეგ ფიგუმ მოულოდნელად ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ შემდგომ იერემისმა, რომელმაც ამ მატჩამდე 12 დღით ადრე მუხლზე ოპერაცია გადაიტანა ანგარიში 2:1 გახადა მიუნხენელების სასარგებლოდ. იერემისმა შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა თავის კარიერაში, მაგრამ ამის გულისათვის მას ბევრის გაღება მოუწია, რადგან ფინალურ მატჩში „ვალენსიის“ წინააღმდეგ ის მატჩს სათადარიგო სკამიდან ადევნებდა თვალს, ხოლო მუხლი მას 2006 წლამდე, კარიერის დასრულებამდე მოსვენებას არ აძლევდა. „ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნება იყო. მზად ვიყავი მისთვის გამერისკა. ამიტომ არ მაქვს უფლება ვიწუწუნო“, - ყვება იერემისი. კიდევ ერთ „ბავარიელს“ ასევე დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება ის მატჩი: „რეალთან“ თამაშისას ოუენ ხარგრივზი პირველად გამოვიდა ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შემადგენლობაში.

2002 წლის 2 აპრილი: პირველი მეოთხედფინალური მატჩი - ხარიხა, კასილიასი და 2 გოლი ბოლო წუთზე

ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში პირველად აგებდა მატჩის მიმდინარეობისას „ბავარია“. ჟერემიმ მადრიდული გუნდის სასარგებლოდ ანგარიში გახსნა. „ბავარიელებს“ კი დიდი ხნის განმავლობაში თამაში არ მისდიოდათ. ელბერმა ხარიხას მოარტყა, ხოლო ეფენბერგმა კასილიასის კარში პენალტის რეალიზაცია ვერ მოახერხა, მაგრამ „ბავარიელები“ ფარ-ხმალს არ ყრიდნენ და ფინალურ სასტვენამდე 8 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს. ეფენბერგმა სტატუს-ქვო აღადგინა, ხოლო პისარომ მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გამარჯვება გამოგლიჯა მადრიდულ კლუბს 2:1 და „რეალმა“ მეოთხედ ზედიზედ მარცხი იწვნია მიუნხენში.

2004 წლის 24 თებერვალი: 1/8-ის პირველი მატჩი - ფრე

და კვლავ „ბავარიამ“ სახლში დამაჯერებლად ითამაშა „რეალთან“. მაგრამ საბოლოოდ მადრიდელებმა ფრე გამოსტყუეს. მაკაის გოლის წყალობით ყველაფერი რეკორდმაისტერის მოგებისაკენ მიდიოდა, მაგრამ ფინალურ სასტვენამდე 7 წუთით ადრე რობერტო კარლოსმა ძლიერი დარტყმით 30 მეტრიდან ანგარიში გაათანაბრა. „ჩვენ ნამდვილად ძალიან გაგვიმართლა“, - თქვა ზინედინ ზიდანმა მატჩის შემდეგ. „ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა ოტმარ ჰიტცფელდმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: „რეალს“ შიში ჩვენ შევაჩვიეთ“.

2007 წლის 7 მარტი: 1/8-ის საპასუხო მატჩი - მაკაის რეკორდული სწრაფი გოლი

სამეფო კლუბის პირველი მატჩი „ალიანც არენაზე“ რეკორდებში შევიდა. „ბრაზო მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, გადაცემა და ბუუმ, გოლი“, - იხსენებს თომას მიულერი როი მაკაის რეკორდულ გოლს. ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა ის სასტარტო სასტვენიდან მხოლოდ 10 წამში გაიტანა და დღემდე ეს გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფად ითვლება. მეორე ტაიმში კუთხურის შემდეგ ლუსიომ ანგარიში 2:0 გახადა, შემდეგ კი რუდ ვან ნისტელროიმ 1 გოლი გაქვითა საეჭვო პენალტის დახმარებით. მარკ ვან ბომელი და მამადუ დიარამ იმ მატჩში 2 ყვითელი მიიღეს და მოედანი დატოვეს. დაძაბული მატჩშს ბოლოსკენ სერხიო რამოსმა „ბავარიის“ კარში მე-2 გოლი გადააგზავნა, მაგრამ გოლი არ ჩათვალეს ხელით თამაშის გამო. საბოლოოდ „ბავარიამ“ გამარჯვება 2:1 მოიპოვა და ორი შეხვედრის ჯამში (2:3 პირველ მატჩში) მეოთხედფინალში გავიდა,

2012 წლის 17 აპრილი: პირველი ნახევარფინალური მატჩი - გომესს გუნდი ოცნებისკენ მიყავს

5 წლის შემდეგ, სამეფო კლუბი კვლავ ეწვია მიუნხენს. ის მატჩი ნამდვილი ტრილერი გახდა. 2:1 ანგარიშის წყალობით „ბავარიელებმა“ ოცნება შეინარჩუნეს საშინაო ფინალში თამაშისკენ. შესანიშნავმა ფრანკ რიბერიმ (17,) 66 000 ათასი აღფრთოვანებული მაყურებლის თვალწინ ანგარიში გახსნა. 53-ე წუთზე მესუთ ოზილმა 1 ბურთი გაქვითა. საქმე უკვე ფრემდე მიდიოდა, როდესაც თავისი სიტყვა მარიო გომესმა თქვა. 90-ე წუთზე თავდამსხმელმა გამარჯვების გოლი გაიტანა. „ეს ძალიან ემოციური მატჩი იყო. „რეალმა“ დაგვანახა რომ ის უდიდესი გუნდია. ბოლოსკენ იღბალი ჩვენს მხარეს აღმოჩნდა და ჩვენ 2:1 გავიმარჯვეთ. შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი გამარჯვებით“, - თქვა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ფინალური სასტვენის შემდეგ.

2014 წლის 29 აპრილი: საპასუხო ნახევარფინალური მატჩი - რეალის პირველი მოგება სტუმრად „ალიანც არენაზე“

მადრიდში 0:1 წაგების შემდეგ. „ბავარიისთვის“ საპასუხო მატჩში აუცილებელი იყო რთული, მაგრამ შესაძლებელი ამოცანის გადაჭრა. „მიუნხენში ყველაფერს ცეცხლი მოეკიდება“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. უკვე 20 წუთის შემდეგ „ბავარია“ 0:2 აგებდა სერხიო რამოსის დუბლის წყალობით (16, 20) „ჩვენ ჩვენს წინაშე დიდი ამოცანები დავისახეთ, მაგრამ უყურადღებოდ ვითამაშეთ სტანდარტულებზე“, - გააანალიზა ფილიპ ლამმა. ჯერ კიდევ შესვენებამდე კრიშტიანუ რონალდუმ (34) მესამე გოლი გაიტანა - მატჩი დასრულებული იყო. მომდევნო წუთებში პორტუგალიელი კიდევ ერთხელ გამოირჩა, ხოლო „ბავარიამ“ თავის ისტორიაში ყველაზე მსხვილი წაგება დააფიქსირა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

2017 წლის 12 აპრილი: მეოთხედფინალის პირველი მატჩი - „რეალმა“ მიუნხენში მატჩი შემოატრიალა

დღევანდელ დღემდე ბოლო საშინაო მატჩი „ბავარიისთვის“ მეტად უიღბლოდ განვითარდა. მაგრამ ყველაფერი პირიქით იმედისმომცემად დაიწყო: 25-ე წუთზე არტურო ვიდალმა 70 000 მაყურებლის თვალწინ თავური დარტყმით ანგარიში 1:0 გახადა. შესვენებამდე ჩილელს შანსი კვლავ ჰქონდა გოლით გამორჩეულიყო, მაგრამ პენალტის რეალიზაცია ვერ მოახერხა. მე-2 ტაიმის დასაწყისში (47) კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 61-ე წუთზე ხავი მარტინესის გაძევებით მიუნხენელებისათვის სიტუაცია უფრო დამძიმდა. 15 წუთის შემდეგ რონალდუმ თავისი გუნდისათვის გამარჯვება მოიპოვა 2:1. „ბზარი მაშინ გაჩნდა, როდესაც ანგარიში 1:1 გახდა, ხოლო გარდატეხა გაძევების შემდეგ მოხდა“, - განაცხადა გუნდის კაპიტანმა ფილიპ ლამმა, მატჩის შემდგომ.

აქვე ამ 2 კლუბს შორის პირველი დაპირისპირების ისტორიასაც გავიხსენებთ


ბავარია - რეალი - ჩემპიონთა ლიგის კლასიკა

პირველი მატჩი 2 სუპერკლუბს შორის 41 წლის წინ შედგა, 1976 წლის 31 მარტს. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 110 000 ათასი მაყურებელი 1:1ანგარიშით ბრძოლით სავსე ფრეს შემხედვარე გახდა - „ბავარიის“ რიგებში გერდ მიულერი გამოირჩა.
ფინალური სასტვენის შემდეგ „რეალის“ გულშემატკივარი გაზონზე გაიჭრა და ჯერ ავსტრიელ მსაჯს ერიხ ლინეიმაიერს დაარტყა, ხოლო შემდეგ გერდ მიულერს. ლეგენდარული გოლკიპერი ზეპ მაიერი პირველი მისწვდა კანონდამრღვევს და თავისი ადგილი მიუჩინა. საპასუხო მატჩში მიულერმა დუბლი გაიფორმა და „ბავარიას“ გამარჯვება მოუტანა 2:0.

პირველი დაპირისპირების შემდეგ 11 წელი გავიდა და რეკორდმაისტერი და სამეფო კლუბი კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს 1987 წლის 8 აპრილს ნახევარფინალურ მატჩში და დუელი კვლავ ცეცხლოვანი გამოდგა. პირველ მატჩში „ოლიმპიაშტადიონზე“ მადრიდელები იმდენად უხეშად მიუდგნენ საქმეს, რომ კლაუს აუგენტალერს ჟესტებით მოუწია მათთვის ეჩვენებინა, რომ ეს კორიდა კი არაა, არამედ ფეხბურთი. შედეგად მადრიდელებმა 2 წითელი ბარათი მიიღეს და 4 გოლი კარში (4:1)

საპასუხო მატჩში უკვე აუგენტალერმა მიიღო წითელი ბარათი და საკუთარ კარშიც გაიტანა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 0:1 მარცხის შემდეგ „ბავარიელები“ 2 მატჩის ჯამში ფინალში გავიდნენ. მატჩის გმირი მიუნხენელების გოლკიპერი ჟან-მარი პფაფი გახდა, რომელმაც გასაოცარი ცივსისხლიანობა გამოამჟღავნა სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე ცეცხლოვან ატმოსფეროში 103 000 ათას მაყურებლის წინაშე.
3
0

Bavaria 333 (18 მაი 2018 14:32)

მაგარი სტატიაა
0

-ss- (25 აპრილი 2018 09:30)

დღევანდელი დღეც გათენდაა, ეხლა მთავარია მალე დაღამდეს kicha
0

dachi8 (25 აპრილი 2018 02:54)

გვარდიოლას დამსახურებაა, რომ ბავარიამ საშინაო მატჩში ამხელა წაგება იწვნია, თავის ამხელა ისტორიაში პირველად eshmaki
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.