» » მადრიდელთა შეფასებები ნახევარფინალური მატჩის წინ

მადრიდელთა შეფასებები ნახევარფინალური მატჩის წინ

25-04-2018, 14:02 -ss- სიახლეები / ანონსი 2

მადრიდელთა შეფასებები ნახევარფინალური მატჩის წინ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს" შორის დღეს გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს "სამეფო" კლუბის ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა. ესპანური გრანდის წარმომადგენლები, ერთხმად აღნიშნავენ, რომ საფეხბურთო სამყარო ნამდვილი დღესასწაულის მომსწრე გახდება.


ტონი კროოსი -"ორივე კლუბს საკუთარი მოლოდინი აქვს, ამ თამაშთან დაკავშირებით. შენგან ყოველთვის ითხოვენ, მოიპოვო გამარჯვება ნებისმიერ ტურნირზე. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულ მოტივაციას წარმოადგენს. ვინც არ უნდა მოიგოს უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, მას ექნება სრული უფლება საკუთარ თავს, ევროპის საუკეთესო გუნდი უწოდოს. "ბავარიასაც" არანაკლებად წყურია ეს გამარჯვება."

"რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია ფინალში გავიდეთ. ეს ჩვენი ბოლო შანსია, რომ ამ სეზონში ტიტულის გარეშე არ დავრჩეთ, როგორც ეს ზუსტად ორი წლის წინ იყო. ჩვენი განწყობა ასეთია: გვსურს დავიცვათ ჩემპიონის ტიტული! ვიცით, რომ ეს განსაკუთრებით რთული იქნება, მაგრამ ჩვენ შევძელით და უკვე დავამარცხეთ ისეთი კლუბები, როგორებიც არიან "პარი-სენ ჟერმენი" და ტურინის "იუვენტუსი".

დანი კარვახალი -"ბავარიელთა შემტევი ტრიო, ვგულისხმობ არიენ რობენს, ფრანკ რიბერის და რობერტ ლევანდოვსკის, ძალიან რთული შესაჩერებელია. თითოეული მათგანი ინდივიდუალური ოსტატობით გამოირჩევა და მათ შეუძლიათ გოლის გატანა ნებისმიერი პოზიციიდან. მიუხედავად ამისა, დანებებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვსურს ზედიზედ მესამედ მოვიპოვოთ ეს ტიტული, ამაში შეუძლებელი არაფერია."

ზინედინ ზიდანი -"ქედს ვიხრი იუპ ჰაინკესის წინაშე. მან როგორც მადრიდის "რეალის" ისე მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში უდიდეს წარმატებებს მიაღწია. ხსენებულ თამაშში ჩვენ მოგვეთხოვება, ძალიან ძლიერი ფეხბურთის დემონსტრირება, ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ. "ბაიერნი"-უდიდესი გუნდია, რომელშიც ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს. ჩემი აზრით, ამ ორთაბრძოლაში ფავორიტის დასახელება შეუძლებელია. ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია და დღევანდელი სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება, გასულ სეზონთან მიმართებაში. ჩვენ სულ სხვა მატჩი გველოდება, მათ შორის პარალელების გავლება დაუშვებელია. ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად 150%-ით ვიქნებით მზად ამ დაპირისპირებისათვის."
1
0

-ss- (25 აპრილი 2018 15:36)

Mishka,
სწრაფი გოლის გატანა თუ მოვახერხეთ, ფსიქოლოგიური განწყობა მერე ნახე ok
1

Mishka (25 აპრილი 2018 15:29)

ფსიქოლოგია ძალიან ბევრს გადაწყვეტს
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.