» » კომენტარები: ბავარია 1 - 2 რეალი

კომენტარები: ბავარია 1 - 2 რეალი

26-აპრ-2018, 04:09
0234
მადრიდის „რეალთან“ მიუნხენელები მომენტს მომენტზე ქმნიდნენ, მაგრამ მეორე გოლის გადაგზავნა ვერ მოახერხეს რეალის კარში. მარცხის მიუხედავად, იუპ ჰაინკესი და მისი შეგირდები დარწმუნებულნი არიან, რომ მადრიდში შედეგს დააკორექტირებენ.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

იუპ ჰაინკესი: „ნამდვილი საკვანძო მომენტი შესვენების პირას გატანილი გოლი გახდა. ჩვენ მეტოქეს საჩუქარი გავუკეთეთ, ისევე როგორც ეს მეორე გოლზე. მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ იშვიათად მინახავს, რომ ჩემი გუნდი ასეთი რაოდენობის მომენტებს ქმნიდეს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ან ნახევარფინალში და სამწუხაროდ მისი რეალიზება ვერ შეძლოს. და ამავდროულად ეს საკმაოდ უჩვეულოა, რომ ასეთმა გუნდმა, როგორიც რეალია ამდენის უფლება მისცა მეტოქეს თავის საჯარიმოსთან. ჩვენ მეტად არაეფექტურები ვიყავით. მადრიდში ჩვენ კიდევ ერთხელ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ დღევანდელი შედეგი დავაკორექტიროთ“.

თომას მიულერი: „საწყენია, როდესაც მატჩის დასაწყისში ფეხბურთელი იტრავმება, შემდეგ კი კიდევ ერთი. მაგრამ ამ დანაკლისების კომპენსირება ჩვენ კარგად შევძელით და პირველი ტაიმის შუაგულში კარგ ფეხბურთს ვდემონსტრირებდით. მთლიანობაში ჩვენ მეტად გულუბრყვილოები ვიყავით და ამდენი მომენტები არ გამოვიყენეთ. ჩვენ იმდენი მომენტები გვქონდა, რომ როდესაც გასახდელში გავდიოდით ანგარიშით 1:1 მე მოწყალედ ვიღიმოდი. ჩვენ შეგვეძლო უფრო მეტი, უფრო მეტი გაგვეტანა. ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ რეალის გამარჯვებაში. ეს საწყენია, ჩვენ უბრალოდ ვერ შევძელით გაგვეტანა. წინა წელს ჩვენს გუნდს მეტი პრობლემა ჰქონდა მათთან. საპასუხო მატჩში ყველაფერია შესაძლებელი. დღეს ჩვენ გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა დაგვედო“.

იოშუა კიმიხი: „ჩვენ უბრალოდ არ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები. რეალმა 2-ჯერ დაარტყა კარში და 2 გოლი გაიტანა. საპასუხო მატჩში, რა თქმა უნდა ცოტათი რეალი იქნება ფავორიტი დღევანდელი მოგების წყალობით“.

ზინედინ ზიდანი:
„ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი შედეგით. მიუნხენში გამარჯვება ადვილი არაა და ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ კმაყოფილები ვართ, მაგრამ გვესმის რომ საპასუხო მატჩში მოგვიწევს ყველა ღონის გაღება მანამ სანამ ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ. „იუვესთან“ მატჩის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ სხვაგვარად უნდა ვითამაშოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რთული იქნება“.

სერხიო რამოსი:
„ჩვენ ვიცოდოთ რა გველოდა. ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ და დამაჯერებლად ვიცავდით თავს. ადვილი არ იყო. „ბავარია“ რთული მეტოქეა. საპასუხო მატჩში ყურადღებით უნდა ვიყოთ და მშვიდად ვიმოქმედოთ. დღეს მეტად თანაბარი თამაში იყო“.

ტონი კროოსი: “ბავარიამ“ დღეს რთული ამოცანის წინაშე დაგვაყენა, მაგრამ მას საუკეთესოდ გავუმკლავდით. ეს ძალიან კარგი შედეგია. დღეს თანაბარი თამაში იყო, შესაძლოა „ბავარია“ ცოტათი უკეთესიც იყო. მაგრამ ჩვენ ჩვენი შანსები გამოვიყენეთ. ამაში იყო მთავარი განსხვავება“.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..