» » სამი "ბავარიელი" ტრავმირებულია

სამი "ბავარიელი" ტრავმირებულია

26-აპრ-2018, 12:44
0287
უეფას ჩემპიონთა ლიგის, პირველი ნახევარფინალური შეხვედრა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, გერმანიის "რეკორდმაისტერისათვის" მეტად უსიამოვნო აღმოჩნდა. იუპ ჰაინკესის შეგირდებმა არამხოლოდ წააგეს ხსენებული მატჩი, არამედ სამი საკვანძო ფეხბურთელიც დაკარგეს. შეხვედრის მერვე წუთზე, არიან რობენის ტრავმის გამო, ჰაინკესმა იძულებითი ცვლილების განხორციელებას მიმართა. "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება"-აცხადებდა მატჩის დასრულების შემდეგ 72 წლის სპეციალისტი.

პირველი ტაიმის 34-ე წუთზე ბავარიელებმა კიდევ ერთი მოულოდნელი დარტყმა მიიღეს. ამჯერად დაზიანება, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურ მცველს, ჟერომ ბოატენგს მიადგა და შესაცვლელი გახდა. "პირველადი მონაცემების მიხედვით, ჟერომს კუნთის პრობლემა აღენიშნება, დიდი ალბათობით იგი ლაზარეთში გადაინაცვლებს."-აღნიშნა იუპ ჰაინკესმა. მიუნხენური კლუბის უსიამოვნებები ამით არ დასრულებულა, მატჩის 75-ე წუთზე, ხავი მარტინესმაც სათადარიგო სკამს მიაშურა. "ხავი შეჯახების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა და შესაცვლელი გახდა. არმინდა წინასწარი პროგნოზების გაკეთება, მოდით დაველოდოთ სრულყოფილ სამედიცინო შემოწმებას"-განაცხადა "ბაიერნის" დამრიგებელმა.

მიუხედავად ზემოთ ნახსენები ფაქტებისა, გერმანული გრანდის მთავარი მწვრთნელი, ოპტიმიზმს არ კარგავს და განმეორებით შეხვედრას, დიდი იმედით ელის. "მადრიდში, კიდევ ერთხელ გავიღებთ სრულ ძალებს, წარმატების მისაღწევად"-ციტირებს "ბავარიის" ოფიციალური ვებ-გვერდი იუპის სიტყვებს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..