» » Goal: ბოატენგს "ბაიერნიდან" წასვლა სურს

Goal: ბოატენგს "ბაიერნიდან" წასვლა სურს

26-04-2018, 13:42
058
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურ მცველს, ჟერომ ბოატენგს "რეკორდმაისტერის" რიგების დატოვება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას, ინტერნეტ-პორტალი Goal-ი ავრცელებს. წყაროს თქმით, ხსენებულ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ მან საკუთარი შესაძლებლობები მიუნხენურ კლუბში სრულად ამოწურა და ახალი გამოწვევების მიღება სწადია.


"მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ყველაფერი გამოვცადე. ახლა ჩემი პროფესიული კარიერა მიუახლოვდა იმ ნიშნულს რა დროსაც უმნიშვნელოვანეს კითხვებს უნდა გავცე პასუხი. რა არის ჩემი მიზანი, რასაც ჯერ კიდევ ვერ მივაღწიე? მსურს თუ არა მუდამ ერთ კლუბში ასპარეზობა, ერთი და იგივე გარემოებები? ეს არ არის ჩვეულებრივი კითხვები, ეს კითხვები მეტად ცხოვრებისეულია"-ციტირებს გამოცემა Goal-ი ჟერომ ბოატენგის სიტყვებს.

შეგახსენებთ, 29 წლის უკანახაზელი მიუნხენური კლუბის რიგებში 2011 წლიდან ასპარეზობს. მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..