» » დ'ალესანდრო: "ბავარიას რეალთან მატჩში 3 პენალტი არ დაუდეს"

დ'ალესანდრო: "ბავარიას რეალთან მატჩში 3 პენალტი არ დაუდეს"

26-აპრ-2018, 14:29
0298
„ატლეტიკოს“, „ბეტისის“, „რაიო ვალეკანოს“ და რიგი სხვა ესპანური კლუბების ყოფილი მწვრთნელი ხორხე დ’ალესანდრო დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალში „ბავარია“ – „რეალის“ დაპირისპირების 1-ელ მატჩში (1:2) მსაჯთა კორპუსი არაობიექტური იყო.


„მე დავინახე, რომ ამ მატჩში მსაჯების სიმპათია მუდმივად ერთი გუნდის მხარეს იყო. „ბავარიის“ სასარგებლოდ არ დანიშნეს 3 პენალტი! კი, ზუსტად 3“.

„თუ ვიმსჯელებთ იმით, თუ როგორი პენალტი დაუდეს „რეალს“, როდესაც „წესებს არღვევდა“ ბენატია, მაშინ გუშინდელ მატჩში ეს 3 პენალტი იყო“, - განაცხადა დ’ალესანდრომ Mega TV-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ „ბავარია“ – „რეალის“ მატჩს ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალურ სტადიის პირველ შეხვედრაზე ჰოლანდიელ არბიტრთა ბრიგადა ხელმძღვანელობდა, ბიორნ კიოპერსის მეთაურობით.
მატჩში სულ 3 ყვითელი ბარათი დარიგდა, აქედან 2 „ბავარიის“ ფეხბურთელს - ფრანკ რობერისა და ტიაგო ალკანტარას მისცეს, ხოლო „რეალის“ რიგებიდან წესების დამრღვევი მხოლოდ კაზემირო აღმოჩნდა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..