» » როდრიგესი: "გაბრაზებული ვარ"

როდრიგესი: "გაბრაზებული ვარ"

26-აპრ-2018, 15:50
0341
“ბავარიის“ კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალის მატჩს „რეალთან“ მარცხს ეხმაურება, რომელიც ანგარიშით 1:2 დასრულდა.

„გაბრაზებული ვარ, რადგან „ბავარიამ“ კარგი ფეხბურთი აჩვენა. „რეალს“ 2 ას პროცენტიანი მომენტი ჰქონდა და მათ ორივე გამოიყენეს, ჩვენ კი 4 ან 5 შანსის რეალიზაცია ვერ მოვახდნეთ. მაგრამ ეს ფეხბურთია, ახლა ჩვენ „ბერნაბეუზე“ ჩასატარებელ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. იქ თამაში ყოველთვის რთულია. კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და წარმოქმნილი შანსები უნდა გამოვიყენოთ“.

არავინ არ იცის, რა მოხდება მომავალში. ჩემი აწყმო - ეს „ბავარიაა“. არვიცი, უარს ვიტყვი თუ არა მადრიდში დაბრუნებაზე. აწყმოზე უნდა იფიქრო და მე აქ კონფორტულად vგრძნობ თავს“, - განაცხადა ბავარიის 11-მა ნომერმა.

„ალიანც არენაზე“ 25 აპრილს ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალურ შეხვედრაში, მადრიდის „რეალთან“, „ბავარიის“ აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ ხამეს როდრიგესს ყოფილი გუნდის კარში გოლის გატანა უსურვა. კოლუმბიელმა მართალია რუმენიგეს სურვილი ვერ შეუსრულა, თუმცა 26 წლის ნახევარმცველმა შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა იოშუა კიმიხს, ამ უკანასკნელმა ის კი გოლად აქცია.

როდრიგესი: "გაბრაზებული ვარ"
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..