» » მებრძოლი ბავარიელები: "ჯერ კიდევ არაფერია დასრულებული!"

მებრძოლი ბავარიელები: "ჯერ კიდევ არაფერია დასრულებული!"

26-აპრ-2018, 19:38
0374
მადრიდის „რეალთან“ წაგების შემდეგ ანგარიშით 1:2 „ბავარიელთა“ სახეზე გაკვირვება გამოისახებოდა. რეკორდმაისტერის ფეხბურთელები თვითონაც ვერ ხსნიდნენ, თუ ასეთი თამაშის შემდეგ როგორ მოახერხეს მოედნიდან მარცხით გასულიყვნენ. თუმცა წუწუნს ისინი არ აპირებენ, პირიქით. გუნდში საბრძოლო შემართებაა, ყველას ესმის, რომ ჯერ კიდევ არაფერი არაა დასრულებული!

„მადრიდში ჩვენ ყველა ძალას გავიღებთ, რომ პირველი მატჩის შედეგი დავაკორექტიროთ. ნახევარფინალში 2 მატჩია და ყველაფერი მაშინ გადაწყდება როდესაც საბოლოო სასტვენის ხმას გავიგებთ!“, - ტონი მისცა იუპ ჰაინკესმა თავის ნათქვამს. სხვა „ბავარიელები“ იმეორებდნენ ჰაინკესის ნათქვამს: „ჯერ არაფერია დასრულებული“, - განაცხადა დარწმუნებით ნიკლას ზიულემ. ხოლო, სვენ ულრაიხმა მადრიდის რეალი დუელში გამოიწვია: „ჩვენ იქ ჩვენს ძალებში თავდაჯერებულები გავემგზავრებით. გვსურს პირველი მატჩის შედეგები გამოვასწოროთ“.

„ბავარიელთა“ ოპტიმიზმი დადებით შედეგზე, პირველ მატჩში ძლიერ თამაშზეა დაფუძნებული. მას შემდეგ რაც 28-ე წუთზე იოშუა კიმიხმა ანგარიში გახსნა, მიუნხენელებს კიდევ მრავალი შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ ანგარიში მსხვილი გაეხადათ. კერძოდ, 34-ე წუთზე ფრანკ რიბერიმ ნავასის კართან რამოდენიმე მეტრში ოდნავ დააყოვნა, როდესაც ის ხელსაყრელ პოზიციაზე იმყოფებოდა, ხოლო 41-ე წუთძე მათს ჰუმელსს ოდნავ დააკლდა სიზუსტე. საბოლოოდ 44-ე წუთზე მარსელომ ფაქტიურად არაფრისაგან ანგარიში გაათანაბრა - ბრაზილიელმა გაჭიანურებული შეტევის შემდეგ საჯარიმოს ხაზიდან გაისროლა და ბურთი ზუსტად კარის კუთხეში შეგორდა. რობერტ ლევანდოვსკის კი ზუსტად მომდევნო შეტევაში თავისი გუნდის წინ გაყვანა შეეძლო, მაგრამ მისი თავური დარტყმა არასაკმარისად მტკიცე გამოდგა.


შესვენების შემდეგ თამაშის მონახაზი იგივე დარჩა: „ბავარიას“ მოწინააღმდეგე მიმწყვდეული ყავდა თავის კართან, მაგრამ კვლავ იტანჯებოდა მომენტების ცუდი რეალიზაციის გამო. შედეგად კვლავ ამუშავდა ძველი საფეხბურთო სკოლა (არ გაიტან - გაგიტანენ) და 57-ე წუთზე მარკო ასენსიომ სწრაფი კონტრშეტევის შედეგად ანგარიში 2:1 გახადა რეალის სასარგებლოდ. შემდგომ მხოლოდ ფრანკ რიბერის (59./ 63./ 69.) ჰქონდა 3 კარგი შესაძლებლობა ანგარიშის გათანაბრების, მაგრამ ბურთი ჯიუტად არ შედიოდა კეილორ ნავასის კარში.

„ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი არ გავაკეთეთ, რაც ფეხბურთში უნდა გააკეთო - გოლები გაიტანო“, - თვითკრიტიკული იყო თომას მიულერი. იოშუა კიმიხმა აღნიშნა, რომ მატჩი ადვილად შეიძლებოდა ანგარიშით 7:2 დასრულებულიყო „ბავარიის“ სასარგებლოდ. „ჩვენ ძალიან გულუბრყვილოები და დაუფიქრებლები ვიყავით ჩვენი მომენტების რეალიზაციის დროს. „რეალმა“ 2-ჯერ დაარტყა და 2-ჯერვე გაიტანა“, - გააანალიზა თამაში 23 წლის „ბავარიელმა“.


„ბავარიელები“ საუკეთესოები არიან ყველა კომპონენტში

კიმიხის სიტყვებს სტატისტიკა ამყარებს: 17 : 7 დარტყმები, 10 : 3 კუთხურები და 60% ბურთის ფლობა - და ეს ყველაფერი რეკორდმაისტერის სასარგებლოდ. „დღევანდელმა მატჩმა გვანახა, რომ „რეალი“ უნაკლო არაა . ეს ჩვენ იმედებს გვაძლევს“, - აღნიშნა ჰაინკესმა, რომელსაც დიდი საკადრო პრობლემები აქვს.

არიენ რობენმა (8) და ჟერომ ბოატენგმა (34) იძულებით დატოვეს მინდორი მიღებული ტრავმის გამო, ხოლო 75-ე წუთზე ხავი მარტინესის შეცვლა მისმა თავის ტრავმამ გამოიწვია.

„ჩვენ რამომდენიმე ტრავმირებული გვყავს. ვნახავთ როგორი დიაგნოზები იქნება, ვის შეეძლება თამაში და ვის არა“, - დააკომენტარა ჰასან სალიხამიჯიჩმა. ყველაფერი ამის მიუხედავად, სპორტულ დირექტორსაც სჯერა ფინალში გასვლის: „ამისათვის ჩვენ იღბლიანი დღე დაგვჭირდება, მაგრამ ჩვენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ“. ასეთი აზრი დაფუძნებულია „რეალის“ „იუვენტუსთან“ საპასუხო თამაშის გამო. ბოლო წუთებამდე ტურინელები „რეალს“ 3:0 ანგარიშით უგებდნენ და საქმე ექსტრა-ტაიმებზე მიდიოდა, მაგრამ ბოლო წუთებზე დანიშნულმა პენალტმა ბუფონისა და კომპანიის ოცნებები დაამსხვრია. „ეს ამტკიცებს, რომ ყველაფერია შესაძლებელი“, - ხაზი გაუსვა თავის ნათქვამს სალიჰამიჯიჩმა. ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა!
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..