» » ჰაინკესი: "მან ბრწყინვალე თამაში ჩაატარა"

ჰაინკესი: "მან ბრწყინვალე თამაში ჩაატარა"

27-04-2018, 10:32 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 2

ჰაინკესი:
მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. უეფას ჩემპიონთა ლიგის, პირველ ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანი შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ზუსტად ისე, როგორც ეს მის ადრეულ წლებში იყო, მან თავისი შეტევებით მარცხენა ფლანგი აიკლო. "ის 35 წლის არის და მან შესანიშნავი თამაში ჩაატარა"-შეაქო იუპ ჰაინკესმა ვეტერანი ბავარიელი.

ასაკი ამ ფეხბურთელისათვის შეზღუდვას არ ნიშნავს. შეხვედრის 90 წუთის განმავლობაში, იგი "სამეფო კლუბის" მოთამაშეებს პრობლემას უქმნიდა და მათ მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. "ის უდიდესი ფეხბურთელია, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი უმაღლესი კლასი"-დაამატა "ბაიერნის" დამრიგებელმა.


ესპანეთიც შთაბეჭდილების ქვეშ არის


იუპ ჰაინკესი არ იყო ერთადერთი, ვინც ფრანგი ვინგერის მოქმედებით აღფრთოვანებული დარჩა. "რიბერი ნამდვილი გერმანული კოშმარი გახლდათ"-ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას, ცნობილი ესპანური გამოცემა Marca. "რიბერი 10 წლით გაახალგაზრდავდა. ის იყო სწრაფი, აგრესიული და თამამი"-წერდა მატჩის დასრულების შემდეგ მადრიდული გამოცემა AS-ი.

ფრანკი, პრაქტიკულად გუნდის მიერ წარმოებულ ყოველ იერიშში იღებდა მონაწილეობას. მან მეტოქე გუნდის კარის მიმართულებით ოთხჯერ გაისროლა. ეს ზუსტად იმდენი დარტყმაა, რამდენიც რობერტ ლევანდოვსკიმ განახორციელა. რაც შეეხება გამჭოლ გადაცემებს, ფრანგი შემტევის ანგარიშზე შვიდი ასეთი გადაცემაა აღნიშნული. გარდა ამისა მან 19 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ერთადერთი რაც ხსენებულმა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა ეს გოლის გატანა იყო. ასეთ ფორმაში მყოფი რიბერით, ბავარიელებს მადრიდში გასამართ განმეორებით თამაშში ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვთ. თავად ფეხბურთელმა კი შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა : "ბრძოლა წავაგეთ, ომი გრძელდება!"

ჰაინკესი: "მან ბრწყინვალე თამაში ჩაატარა"
2
1

dachi8 (27 აპრილი 2018 18:49)

კარგი იყო ღიბო, მაგრამ 90 წუთი მასე სირბილს ახალგაზრდა ვერ აიტანს და ეს კაცი ძლივს სუნთქავდა და მაინც არ ნებდებოდა heye
1

LawLeSS (27 აპრილი 2018 12:02)

heye heye ღიბეღიიიიი
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.