» » უეფამ დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყო

უეფამ დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყო

27-04-2018, 14:44 -ss- სიახლეები 0

უეფამ დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყო
მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ, უეფამ დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყო. საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის ეგიდით, "ბავარიასა" და მადრიდის "რეალს" შორის გამართული შეხვედრის ცალკეულ ეპიზოდებს. როგორც ხსენებული ორგანოს ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება გამოძიება უკვე დაწყებულია.


ზემოაღნიშნული საქმის წარმოების ფარგლებში, შემოწმდება 25 აპრილს გამართული მატჩის ორი ეპიზოდი. პირველი მათგანი ეხება "ალიანც არენის" ტრიბუნებზე აკრძალული ბანერების გამოფენას, ხოლო მეორე ეპიზოდი კი მოიცავს, შეხვედრის მსვლელობისას სტადიონზე გულშემატკივრის შეჭრის ფაქტს. მიუნხენის "ბაიერნის" შესაძლო დასჯასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება, ამაწლის 31 მაისს გამოცხადდება.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში, მიუნხენური კლუბი მადრიდის "რეალთან" ანგარიშით 1-2 დამარცხდა. განმეორებითი მატჩი კი ესპანეთის დედაქალაქში 1 მაისს არის ჩანიშნული. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.