» » ჰაინკესი : გამარჯვებების სერია უნდა განვაგრძოთ

ჰაინკესი : გამარჯვებების სერია უნდა განვაგრძოთ

28-04-2018, 11:08 -ss- სიახლეები / ანონსი 0

ჰაინკესი : გამარჯვებების სერია უნდა განვაგრძოთ
პარასკევს, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე იუპ ჰაინკესი საბრძოლო განწყობით წარსდგა ჟურნალისტების წინაშე. შაბათს 28 აპრილს ბუნდესლიგის 32-ე ტურის ეგიდით მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება. მადრიდის "რეალთან" განცდილი მარცხისაგან მიღებული იარები გუნდმა უკვე მოიშუშა. "უკვე ხუთშაბათს ჩვენი ჭრილობები შეხორცდა. გუნდის მიერ გამართულ დღევანდელ ვარჯიშზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა"-აღნიშნა 72 წლის სპეციალისტმა.

"აინტრახტთან" გასამართ ორთაბრძოლაში ბავარიელებს გამარჯვების მოპოვება სწადიათ. სამშაბათს გერმანიის "რეკორდმაისტერს" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური დაპირისპირება ელის, იქ საასპარეზოდ კი საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობაა საჭირო. "ჩვენ მოგებების სერია უნდა განვაგრძოთ. მსურს, რომ ხვალ გამარჯვება ვიზეიმო."-იძახის იუპ ჰაინკესი. თუმცა ბაიერნს ადვილი გასეირნება, რომ არ ელის ამაში ეჭვიც არ ეპარება მიუნხენური კლუბის დამრიგებელს. "ეს ძალზედ ამბიციური გუნდია, რომელთა მიზანია ევროპის ლიგის ტურნირზე ასპარეზობის უფლების მოპოვება. ისინი კარგ ფეხბურთს დემონსტრირებენ, ტაქტიკურად ძალიან გამართულად მოქმედებენ და ორთაბრძოლებშიც კარგად შედიან"


შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის


აღსანიშნავი ფაქტია, რომ ხსენებულ დაპირისპირებაში იუპ ჰაინკესს რამდენიმე საკდარო პრობლემის გადაწყვეტა მოუწევს. როგორც ცნობილია მატჩს გამოტოვებენ შემდეგი ფეხბურთელები: ხავი მარტინესი, არიენ რობენი, თომას მიულერი, ხამეს როდრიგესი, ჟერომ ბოატენგი, დავიდ ალაბა, მანუელ ნოიერი, არტურო ვიდალი და კინგსლი კომანი. ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან ზოგი ტრავმირებულია, ზოგ მადგანს კი დასვენების საშუალება ეძლევა.

მიუხედავად ზემოხსენებული დანაკლისისა, ჰაინკესი ჩვეული შემართებით ხვდება მოახლოებულ მატჩს და ოპტიმიზმისს არ კარგავს. "ამ ფაქტთან დაკავშირებით საერთოდ არ ვღელავ. მე ბოლომდე ვენდობი იმ ფეხბურთელებს, რომელთაც შეუძლიათ მოედანზე გასვლა. ჩვენ ამ დანაკლისს აღმოვფხვრით გუნდში არსებული განწყობით, მონდომებით და თავდადებით" -ასევე რამდენიმე ახალბედა ფეხბურთელით, რომლებიც ბაიერნის ახალგაზრდული გუნდიდან დაემატებიან ძირითად ბირთვს.


გენერალური რეპეტიაცია გერმანიის თასისათვის ბრძოლაში


"ეს არ იქნება ბუნდესლიგის ერთი ჩვეულებრივი დაპირისპირება, რადგანაც ჩემი ფეხბურთელები გონებაში მადრიდის "რეალთან" გასამართი ორთაბრძოლის შესახებ იფიქრებენ."-აღნიშნა ჰაინკესმა. მიუხედავად ამისა ეს მატჩი შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ რეპეტიციად 19 მაისს ჩანიშნული შეხვედრისა სადაც აღნიშნული გუნდები უკვე გერმანიის თასის ფინალის ეგიდით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. "ეს არის მოცემულობის უჩვეულო შეფასება, მაგრამ მიმაჩნია, რომ შაბათს გასამართი თამაში არანაირ გავლენას არ მოახდენს, გერმანიის თასის ფინალზე"-დაამატა ჰაინკესმა.

რაც შეეხება მეტოქე გუნდის პოზიციას. ნიკო კოვაჩი ამ თამაშს საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობით ხვდება. "მიუნხენის ბაიერნთან გამართულ წინა შეხვედრებში ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. რატომ უნდა იყოს განსხვავებული შაბათს ჩვენი მოქმედება?"-აცხადებს ფრანკფურტელთა 46 წლის დამრიგებელი.

შეგახსენებთ "ალიანც არენაზე" ჩანიშნული დღევანდელი მატჩი სტარტს თბილისის დროით 17:30 საათზე აიღებს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.