» » კომენტარები : "ბაიერნი" 4 - 1 "აინტრახტი"

კომენტარები : "ბაიერნი" 4 - 1 "აინტრახტი"

28-04-2018, 23:00 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

კომენტარები :
"ალიანც არენაზე" გამართული შეხვედრა უხვგოლიანი აღმოჩნდა. გერმანიის ჩემპიონატის 32-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" საფეხბურთო კლუბ "აინტრახტს" უმასპინძლა და მეტოქე გუნდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "ბავარიელებმა" საკუთარ მონაგარს მორიგი სამი ქულა შემატეს და უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩისათვის, შესანიშნავი განწყობაც შეიქმნეს. გთავაზობთ შეხვედრის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.


იუპ ჰაინკესი -"განსაკუთრებული სიტუაცია განსაკუთრებულ ქმედებებს მოითხოვს. როდესაც შემადგენლობას ვარჩევდი, რა თქმა უნდა, თვალწინ სამშაბათს გასამართი ორთაბრძოლა მედგა. სწორედ ამიტომ აღნიშნულ შემადგენლობაში 4 ახალგაზრდა ფეხბურთელი შევიყვანე. მათ დაკისრებულ დავალებას თავი კარგად გაართვეს. შეხვედრის დასაწყისში, მათ ქმედებებში ნერვიულობა შეინიშნებოდა, თუმცა მალე თამაშში სრულად შევიდნენ. დღეს ჩვენ ვაჩვენეთ ის ეფექტური ფეხბურთი, რაც ასე ძალიან გვაკლდა ოთხშაბათ საღამოს. მე კმაყოფილი ვარ"

სებასტიან რუდი -"ყველამ კარგად ნახა თუ რა მონდომებით თამაშობდნენ ბიჭები. ისინი ძალიან მალე შევიდნენ თამაშში. უნდა აღინიშნოს მათი გაბედული და თამამი მოქმედება. მათგან ჩვენ სწორედ ამას ვითხოვდით. ბიჭები თამაშობდნენ და ზედმეტ წნეხსაც არ განიცდიდნენ, ნიკლას დორშმა გოლის გატანაც კი მოახერხა. ოთხივე მათგანის გამო ძალიან ბედნიერი ვარ."

სანდრო ვაგნერი -"ვფიქრობ დღეს შემადგენლობაში ყველაზე ხანდაზმული სწორედ მე გახლდით. ეს უცნაური შეგრძნებაა, თუმცა უნდა ვთქვა , რომ თამაშისგან დიდი სიამოვნება მივიღე."

ნიკო კოვაჩი (ფრანკფურტის "აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი) -"ყველაფერი სულ სხვანაირად წარმოგვედგინა. ვულოცავ იუპ ჰაინკესს და მიუნხენის "ბაიერნს". როდესაც "ბავარიის" შემადგენლობას გავეცანით, მატჩისაგან უფრო მეტის მოლოდინი გაგვიჩნდა . ჩვენ ორი ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, რომელთა გამოყენება სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. როდესაც მიუნხენში შანსი გეძლევა უნდა გამოიყენო, თუნდაც ერთი. "ბაიერნის" დღევანდელ შემადგენლობას ეყო კლასი, რომ რამდენიმე გოლი გაეტანა. საბოლოო შედეგი, ვფიქრობ რომ ზედმეტად დიდია, თუმცა სავსებით დამსახურებული."

მარკო რუსსი (აინტრახტის მცველი) -"ვიცოდით, რომ მადრიდის "რეალთან" გასამართი თამაშის გამო, "ბაიერნი" როტაციას მიმართავდა. პირველ ტაიმში არასაკმარისად კარგად ვმოქმედებდით. შეხვედრის მეორე ნახევარში რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით. ასეთი მომენტები უნდა გამოიყენო, რადგანაც როგორც წესი მიუნხენში მათი რაოდენობა ყოველთვის ცოტაა"
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.