» » ალაბა : სწორი გზით მივდივარ

ალაბა : სწორი გზით მივდივარ

30-აპრ-2018, 10:49
0275
"არის დრო! წყნარად! ფრთხილად!"-თომას მიულერის ეს შეძახილები შორ მანძილზეც კარგად ისმოდა. კვირას გამართულ ვარჯიშზე, "ბავარიელთა" კაპიტანი საკუთარ თანაგუნდელებს, გამუდმებით აძლევდა მითითებებს. ეჭვგარეშეა, გუნდის თითოეული ფეხბურთელი, მხოლოდ მადრიდის "რეალთან" გასამართ ორთაბრძოლაზე ფიქრობს, რომელიც სამშაბათს 1 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს. სასწორზე კი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური დევს.

"გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა"-ყვება დავიდ ალაბა, რომელიც კვირას მთელი დატვირთვით ვარჯიშობდა და "სამეფო" კლუბთან გასამართ შეხვედრაში, დიდი ალბათობით სასტარტო თერთმეტეულშიც იქნება წარმოდგენილი. "გუნდის მიერ გამართულ ვარჯიშებზე თვალნათელია, თითოეული ჩვენთაგანის მონდომება. გასახდელშიც კი კარგად იგრძნობა, თუ როგორ გვწადია, დასახული ამოცანის გადაჭრა. ამისათვის თავს არ დავზოგავთ"-იძახის "ბაიერნის" მარცხენა მცველი. ავსტრიელი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ იგი "სწორ გზაზე იმყოფება". "ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა საჭირო პროგრესირება განვაგრძო"-დაამატა მან.

კიდევ ერთი კარგი სიახლე ხავი მარტინესს უკავშირდება, რომელმაც ასევე სრული პროგრამით ივარჯიშა და მზად არის საკუთარ გუნდს დაეხმაროს. ეს ასევე ეხება, რობერტ ლევანდოვსკის, თომას მიულერს, ფრანკ რიბერის და ხამეს როდრიგესს. შეგახსენებთ იუპ ჰაინკესმა ხსენებულ ფეხბურთელებს ფრანკფურტის "აინტრახტთან" გამართულ მატჩში, დასვენების საშუალება მისცა. რაც შეეხება არიენ რობენს, მთელი ამ დროის განმავლობაში ჰოლანდიელი ვინგერი, მოსამზადებელ ცენტრში, მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..