» » ბავარიელები მზად არიან ძალ-ღონე არ დაიშურონ თავიანთი ოცნებისათვის

ბავარიელები მზად არიან ძალ-ღონე არ დაიშურონ თავიანთი ოცნებისათვის

1-მაი-2018, 01:18
0264
ორშაბათს სადილის შემდეგ „ბავარიელები“ მადრიდში ჩაფრინდნენ. გუნდსა და ოფიციალურ პირებზე ერთი შეხედვაც კმაროდა, რომ მიმხვდარიყავით: მიუნხენელები მაქსიმალურად არიან კონცენტრირებულნი და სულმოუთმენლად ელოდებიან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების საპასუხო მატჩს მადრიდის „რეალთან“. მიზანი - პირველი მატჩის ნიველირებაა და ფინალში გასვლა.


„ფეხბურთში ნება-სურვილს შეუძლია მთები დაძრას“, - განაცხადა იუპ ჰაინკესმა დღევანდელ წინა სამატჩო პრეს-კონფერენციაზე. „ჩვენ მეტად არასასიამოვნო მეტოქე გავხდებით. ჩემს გუნდს ასეთ მატჩებში თავს მაღლა გადახტომა შეუძლია“. ფინალში გასვლის შანსი რომ შეინარჩუნონ, „ბავარიელებს“ მინიმუმ 2 გოლი აქვთ გასატანი. „რთული მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ გვწამს ჩვენი თავის“. - იძახის ნიკლას ზიულე, ხოლო თომას მიულერი მხარს უბამს - „პირველ მატჩში ყველამ დაინახა, რომ საგოლე მომენტების შექმნა შეგვიძლია. უნდა ვიბრძოლოთ და ხარბები უნდა ვიყოთ“.

რობენის გარეშე - ალაბა კითხვის ნიშნის ქვეშაა


ის, რომ, ეს მატჩი 1 მაისს დაემთხვა, შრომის დღეს, კარლ-ჰაინც რუმენიგე კარგ ნიშნად თვლის. „ხვალ ბევრი რამ მუხლჩაუხრელ შრომაზე, სითამამეზე, ვნებაზე და სურვილზე იქნება დამოკიდებული“, - მოითხოვა რუმენიგემ. „ბავარიელებმა“ იციან თუ რა ელით და არ აპირებენ „შეშინებას“ ლეგენდარული „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე“, - ამტკიცებს დავიდ ალაბა.

იმის შესახებ, შეძლებს თუ არა ავსტრიელი მონაწილეობას სუპერ-მატჩში, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ბოლო დამასრულებელი ვარჯიშის შემდეგ მიიღებენ.

დაზუსტებულად არ ითამაშებენ: ჟერომ ბოატენგი, არიენ რობენი, არტურო ვიდალი, მანუელ ნოიერი და კინგსლი კომანი. თუმცა, ეს დანაკარგები არანაირად არ მოახდენენ ზემოქმედებას „ბავარიელთა“ საბრძოლო განწყობაზე.

რუმენიგესა და კომპანიას მიმდინარე შემადგენლობის სჯერათ და იძახიან, რომ იმის და მიუხედავად თუ ვინ გამოვა მოედანზე, „თითოეული სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ“ . „ბავარიელებს“ ეჭვგარეშეა კიევში გამგზავრების სურვილი აქვთ - „ჩვენ ვოცნებობთ ამაზე“ - განაცხადა ხამესმა და ამ ოცნების გამო სამშაბათს საღამოს ისინი მზად იქნებიან ყველა ძალ-ღონე მოედანზე გაიღონ.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..