» » ჰაინკესი: "ბაიერნს" ფინალში ასპარეზობა სურს

ჰაინკესი: "ბაიერნს" ფინალში ასპარეზობა სურს

1-05-2018, 11:22 -ss- სიახლეები / ანონსი 0

ჰაინკესი:
დღეს მიუნხენის "ბაიერნი" თბილისის დროით 22:45 საათზე, უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ დაპირისპირებას გამართავს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. იუპ ჰაინკესისა და მისი შეგირდების საბრძოლო სულისკვეთება, უმაღლესს ნიშნულს აღწევს. "ბავარიელები" პირობას დებენ, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რათა მადრიდული ბარიერი დაძლიონ და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვონ.


თომას მიულერი -"მადრიდის "რეალი" და მიუნხენის "ბაიერნი" ერთმანეთს კარგად იცნობენ. პირველ შეხვედრაში კარგად გამოჩნდა ჩვენი სურვილები. ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით, ვაწვდიდით კუთხურებსაც. მადრიდში ბრწყინვალე ფეხბურთის დემონსტრირება გვმართებს. აუცილებელია შექმნილი მომენტები გამოვიყენოთ. ერთგვარი შიმშილის გრძნობა მაქვს. ჩემი პირადი სტატისტიკა, ახლა არც თუ ისე კარგია მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. აუცილებელია ვინმემ გაიტანოს, ეს ვინმე მე ვიქნები თუ სხვა რომელიმე ჩემი თანაგუნდელი, მეორეხარისხოვანია. ლევანდოვსკის ბოლო რამდენიმე მატჩია, რაც გოლი არ გაუტანია, თუმცა ბუდესლიგაში მისი მონაგარი 28 გოლია, ეს კი თავისთავად მრავლისმთქმელია."

კორენტინ ტოლისო -"რა თქმა უნდა, გვჯერა რომ მადრიდის "რეალის" დამარცხება და ფინალში გასვლა შეგვიძლია. ამ დაპირისპირებაში გარკვეული ჯერ არაფერი არ არის"

იუპ ჰაინკესი -"მიმდინარე საფეხბურთო სეზონში "ბავარიამ" უკვე დაამტკიცა რომ უიღბლობისგან განკურნება შეუძლია. მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ასპარეზობენ. ჩვენ აქ ჩამოვედით იმისათვის, რომ კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ და თითოეული შანსი გამოვიყენოთ. ვაცნობიერებთ, რომ მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ გვიწევს თამაში."

"ვფიქრობ ურთულესი მატჩი იქნება. მადრიდელები უკვე მიჩვეულები არიან ასეთი დონის შეხვედრების გამართვას. იგივე შემიძლია ვთქვა "ბავრიაზეც". მეტოქე გუნდისათვის ჩვენ რთული მოწინააღმდეგე ვიქნებით, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასპარეზობა გვსურს და ვიცით, რომ "რეალი" ამ ჩვენს გეგმას ყველა რესურსით შეეწინააღმდეგება. მადრიდში უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ, ვიდრე ეს მიუნხენში იყო. მომენტები უნდა გამოვიყენოთ, ზუსტად ისე, როგორც ეს ჩვენმა მეტოქემ შეძლო პირველ დაპირისპირებაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიტანოთ."-ვკითხულობთ უეფას ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ ვებ-გვრდზე.

კარლ-ჰაინც რუმენიგე -"ტურინის "იუვენტუსმა" მიუნხენის "ბაიერნს" კარგი მაგალითი მისცა იმისა, თუ როგორ უნდა განახორციელო "რეალზე" ზეწოლა, როდესაც მადრიდში, მათსავე სტადიონზე თამაშობ. მოახლოებულ ორთაბრძოლაში, ჩვენ ცივი გონებით და ცხელი გულით მოგვიწევს ასპარეზობა"-ბავარიელთა ხელმძღვანელის ამ სიტყვებს კი იტალიური ინტერნეტ-პორტალი Tuttosport-ი ავრცელებს
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.