» » ხამესი : ეს განსაკუთრებული მომენტია

ხამესი : ეს განსაკუთრებული მომენტია

1-მაი-2018, 12:20
0294
მიუნხენის "ბაიერნის" კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, რომლის სატრანსფერო უფლებები კვლავაც მადრიდის "რეალის" ხელშია, უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის ეგიდით, დღეს გასამართ შეხვედრას გამოეხმაურა. 26 წლის ფეხბურთელის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ იგი ხსენებულ დაპირისპირებაში გოლის გატანას მოახერხებას, მას არ აღნიშნავს.


"სანტიაგო ბერნაბეუზო დაბრუნება განსაკუთრებული მომენტია. თუ დღეს მოვახერხებ და მადრიდის "რეალის" კარში გოლს გავიტან, მაშინ მას არ აღვნიშნავ."-აცხადებს კოლუმბიელი მოთამაშე უეფას პრეს-სამსახურთან საუბრისას.

ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში კი მან შემედეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა : -"მადრიდში დაბრუნება სასიამოვნო შეგრძნებაა, ეს ის ადგილია, რომელიც მთელი სამი წლის განმავლობაში ჩემს სახლს წარმოადგენდა. ეს პერიოდი ჩემთვის უნიკალური გახლდათ, ამ გუნდთან ერთად მრავალი ტიტული მოვიპოვე და ადგილობრივი გულშემატკივარი ძალიან შემიყვარდა. მაგრამ ახალა ჩემი გუნდი მიუნხენის "ბაიერნია". აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და მხოლოდ დადებით შედეგზე ვფიქრობ"-აღნიშნა სამხრეთამერიკელმა ნახევარმცველმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..