» » ზიდანი: სწრაფი გოლის გატანა გვსურს

ზიდანი: სწრაფი გოლის გატანა გვსურს

1-05-2018, 13:00 -ss- სიახლეები / ანონსი 0

ზიდანი: სწრაფი გოლის გატანა გვსურს
დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა და "სამეფო" კლუბის ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა. ორივე მათგანი აღნიშნავს, რომ გუნდის თითოეული წევრი მაქსიმალური კონცენტრაციით ხვდება აღნიშნულ დაპირისპირებას და მათ მიზანს შემდეგ ეტაპზე გასვლა წარმოადგენს.


ზინედინ ზიდანი -"ჩვენთვის მთავარია მოედანზე გავიდეთ იმ აზრით, რომ საჭირო მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ გვსურს, რომ სწრაფი გოლი გავიტანოთ, სწორედ ამის გაკეთებას შევეცდებით."

"მთავარ მწვრთნელად მუშაობა მარტივი ნამდვილად არ არის. არ აქვს მნიშვნელობა ჩემპიონატში თამაშობ თუ სათასო ორთაბრძოლაში, შედეგები ყოველთვის ასახავს იმას თუ რა მდგომარეობაშია შენი გუნდი. აქ ყველაფერი მომწონს, ერთადერთი რითიც უკმაყოფილო ვარ ეს, ესპანეთის ჩემპიონატში ჩვენი სატურნირო მდგომარეობაა. ჩვენ მუდამ მეტისკენ ვილტვით. დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვიმყოფებით და ახლა სწორედ ამაზე ვართ კონცენტრირებულნი. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა სხვა საკითზე ვისაუბროთ"

სერხიო რამოსი -"ჩვენ ყველაფერს მოედანზე ვიტყვით. გასვლით შეხვედრაში გავიმარჯვეთ, ეს კი უკვე ისტორიაა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და იმავე სულისკვეთებით ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ. ფინალში ასპარეზობის პერსპექტივა-ეს იმ დიდი ძალისხმევის შედეგია, რაც გუნდმა მთელი სეზონის განმავლობაში გასწია. როგორც ვახსენე, გასვლაზე კარგი შედეგი დავაფიქსირეთ, მაგრამ ახლა ამ საკითხს უნდა მივუდგეთ ისე თითქოს 0-0 დან ვიწყებთ. გერმანელების დამარცხება გვწადია, ამის შემდეგ კი ტიტულის დაცვაზე ვიფიქრებთ."

"მწვრთნელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს განაპირა მცველთან მიმართებაში. როგორც ცნობილია კარვახალი ვერ დაგვეხმარება, თუმცა ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს და სხვა ფეხბურთელებსაც შეუძლიათ ამ პოზიციაზე საჭირო დონეზე იასპარეზონ. ჩვენი დახმარებით, ერთი შეხედვით შეუძლებელი რამ-უბრალო ფაქტი ხდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამჯერ მოვიგეთ უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. რეკორდების დამხობა და მუდმივი წინსვლა, ეს ჩვენი გუნდის გამოწვევაა."

"ბერნაბეუზე ნამდვილი საფეხბურთო დღესასწაული გაიმართება. ეს თამაში ერთგვარი ფინალია. ერთგული გულშემატკივრების წინაშე თამაში ეს დიდი პრივილეგიაა. ჩვენ მათი გამხნევება გვჭირდება. სწორედ ისინი დაგვეხმარნენ, რომ ამ სტადიამდე მოვსულიყავით. მათგან ახლაც ასეთ შემართებას ვითხოვთ. ძალიან ცოტას თუ შეუძლია "ბერნაბეუზე" არსებულ წნეხს გაუძლოს."

"გასულ დაპირისპირებაში ვიცოდით, რომ თუ დაცვაში მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებოდით, მაშინ შეგვეძლებოდა მეტოქე კონტრშეტევებზე დაგვეჭირა. ჩვენ კარგ შედეგს მივაღწიეთ. ვფიქრობ ეს მატჩიც პირველი დაპრისპირების მსგავსი იქნება. ისინი ვალდებულნი იქნებიან შეგვიტიონ, ჩვენ კი ჩვენს შანს დაველოდებით."
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.