» » კომენტარები : "რეალი" 2 - 2 "ბაიერნი"

კომენტარები : "რეალი" 2 - 2 "ბაიერნი"

2-05-2018, 15:01 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

კომენტარები :
სამშაბათს 1 მაისს, ესპანეთის დედაქალაქში, უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური ორთაბრძოლა გაიმართა, მადრიდის "რეალსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის. ტაბლოზე დაფიქსირებული საბოლოო შედეგი (2-2) საკმარისი აღმოჩნდა "სამეფო" კლუბის ფეხბურთელებისათვის, რათა მათ ფინალში ასპარეზობის უფლება მოეპოვებინათ. გთავაზობთ შეხვედრის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.


იუპ ჰაინკესი -"ყველანი გულდაწყვეტილები ვართ. დღეს ჩემმა გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა. ჩემს მოთამაშეებს ვუთხარი, რომ მე ასეთი ძლიერი "ბაიერნი" ბოლო რამდენიმე წელია, რაც არ მინახავს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც პირველ მატჩში, ამ შეხვედრაშიც საჩუქრებს უხვად ვარიგებდით. ამ დონეზე, მსგავსი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. ამის მერე აღარ უნდა გიკვირდეს, რომ მოედანს დამარცხებული ტოვებ. დღეს ჩვენ უამრავი მომენტი გვქონდა, თუმცა ნავასი შეუდარებლად მოქმედებდა. იგი საუკეთესო იყო "რეალის" შემადგენლობაში. ჩვენ ასევე არ გვყოფნიდა, მეტოქე გუნდის საჯარიმო ზონაში, საჭირო კონცენტრაციაც. ეს შესაძლოა იმიტომ, რომ ძალზედ მაღალი ტემპით ვთამაშობდით. მთლიანობაში კი შემიძლია ვთქვა შემდეგი: ორივე თამაშის გათვალისწინებით, ჩემი გუნდი უკეთესი იყო მოედანზე და ფინალში გასვლასაც ვიმსახურებდით.

თომას მიულერი -"გიჟური თამაში იყო. წარმატების მისაღწევად ძალ-ღონე არ დავიშურეთ. თამაშისაგან სიამოვნებას ვიღებდით, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ვგეგმავდით. ნაწილობრივ ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია, მეორესმხრივ დღეს ფორტუნამაც ზურგი გვაქცია. მეტოქეს გოლი უბრალოდ ვაჩუქეთ. ასეთი, რამ ნახევარფინალში ორჯერ არ უნდა დაგემართოს. მთლიანობაში ვიტყოდი, რომ არ გაგვიმართლა. დღეს ჩვენ თავაწეულები ვართ, თუმცა ტურნირიდან გამოვარდნა ძალიან მტკივნეულია. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. ყველაფერი სულ სხვანაირად უნდა დასრულებულიყო. ახლა რამდენიმე დღე გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მოვინელოთ."

მატს ჰუმელსი -"ძალიან სამწუხაროა. დღეს ჩვენ უამრავი მომენტი გვქონდა "რეალის" საჯარიმოში. რამდენჯერმა იქ ნამდვილი ხანძარი მძვინვარებდა. ჩვენ ორი გოლი გავიტანათ, თუმცა ეს არასაკმარისი აღმოჩნდა. მეტოქემ თავის შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ წარმოაჩინა და ამავედროს ბევრი შეცდომაც დაუშვა. ჩვენ კი ორ მატჩში ორი გოლი ვაჩუქეთ. თუმცა ორივე ამ შეხვედრაში საუკეთესოები ვიყავით, გვქონდა ბევრი სახიფათო მომენტი, რომელიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ დასახულ მიზანს მაინც ვერ მივაღწიეთ. თუ ტიტულის მოგება გსურს, მაშინ ამდენი მომენტი არ უნდა გაანიავო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ ასეთი თამაში ვაჩვენეთ, ნოიერის, ვიდალის, ბოატენგის, რობენისა და კომანის გარეშე, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მომავალ სეზონში, ყველა გუნდისათვის კვლავაც მრისხანე მეტოქე ვიქნებით."

დავიდ ალაბა -"ვიცით, რომ კარგი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა და ძალიან გაწბილებულები ვართ. ყველაფერი სულ სხვანაირად უნდა დასრულებულიყო. ფინალში გასვლას ვიმსახურებდით. ჩვენი მონდომება და გუნდში არსებული ატმოსფერო, დაუფასებელი დარჩა. უაღრესად ვწუხვართ ამის გამო."

ნიკლას ზულე -"ყველანი იმედგაცრუებულები ვართ. ტურნირის დატოვება ძალიან სამწუხაროა. "რეალმა" რამდენიმე საჩუქარი გაგვიკეთა, რომლის გამოყენებაც ვერ მოვახერხეთ. ასეთ დონეზე, შენს მიერ დაშვებულ შეცდომებს არ გპატიობენ. შეგვეძლო, რომ ყველაფერი უკეთ დაგვემთავრებინა."

სერხიო რამოსი -"ბაიერნმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ეს გუნდი მრავალი წელია, რაც უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. მათ, ამ თამაშში ყველაფერი გაიღეს. ორივე გუნდისათვის ეს ურთულესი შეხვედრა იყო, გულშემატკივრებმა საოცარი მხარდაჭერა გაგვიწიეს. მთლიანობაში, ყველაზე მთავარი შედეგია. ახლა შეგვიძლია ფინალისათვის მზადება, ოპტიმისტურ განწყობაზე დავიწყოთ."

ტონი კროოსი -"დღეს "ბაიერნი" წარმოუდგენლად საშიში იყო. მათ ორი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს. ორივე ამ მატჩში ბევრი ვირბინეთ, მაგრამ ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა მოვახერხეთ და ესაა სწორედ უმნიშვნელოვანესი. "ბაიერნის" მიერ დაშვებული შეცდომები ცივსისხლიანად გამოვიყენეთ. სწორედ ასეთი შეხვედრების გამო ვთამაშობთ ფეხბურთს"
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.