» » ულრაიხი : თქვენს წინაშე ბოდიშს ვიხდი

ულრაიხი : თქვენს წინაშე ბოდიშს ვიხდი

2-მაი-2018, 15:50
0245
მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯი სვენ ულრაიხი, გუშინ მომხდარი ფაქტის, გამო გულშემატკივარს და მთლიან გუნდს ბოდიშს უხდის. შეგახსენებთ, მეორე ტაიმის დასაწყისში, "ბავარიელთა" კიპერის მიერ დაშვებულ შეცდომას, კარიმ ბენზემას გატანილი გოლი მოჰყვა, რამაც საბოლოო ჯამში, მიუნხენური კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირს მიღმა დატოვა.


"უბრალოდ ვერ აგიხწერთ, როგორი გულდაწყვეტილი ვარ იმის გამო, რომ ასპარეზობას გამოვეთიშეთ. ფინალში გასვლა ძალიან გვინდოდა, ამისათვის ყველაფერი გავიღეთ. მე უხეში შეცდომა დავუშვი. ამის ახსნა ძალიან მიჭირს. მაპატიეთ... ბოდიშს ვიხდი მთელი გუნდის და გულშემატკივრების წინაშე."-დაწერა სვენ ულრაიხმა საკუთარ სოციალურ გვერდზე.

ZDF-თან მიცემულ ინტერვიუში, ზემოაღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა, მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული მეკარე ოლივერ კანიც-"ნათელია, რომ იმ მომენტში ულრაიხს გონებაში ორი აზრი ჰქონდა. მას სურდა ბურთის დაფიქსირება, ასევე მისი მოშორება. ასეთი რამ ბევრ მეკარეს მოსვლია. პირადად მეც მაქვს მსგავსი ტიპის გოლი გაშვებული, მადრიდის "რეალთან" გამართულ მატჩში. როგორც წესი, მსგავსი შემთხვევის მერე, მეორე დღეს გაღვიძება უბრალოდ არ გინდა"

ულრაიხი : თქვენს წინაშე ბოდიშს ვიხდი
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..