» » ლამპარდი : "ბაიერნი" გამარჯვებას იმსახურებდა

ლამპარდი : "ბაიერნი" გამარჯვებას იმსახურებდა

2-05-2018, 16:23 -ss- სიახლეები 0

ლამპარდი :
ლონდონის ჩელსის ყოფილი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი, მადრიდის "რეალსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, გუშინ გამართულ ორთაბრძოლას გამოეხმაურა. გამოცემა BT Sport-თან მიცემულ ინტერვიუში, ვეტერანი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ "ბაიერნს" უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასპარეზობა ეკუთვნოდა, თუმცა რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა.


"ეს არ არის ის მადრიდის "რეალი", რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დომინირებდა. ახლა მათ მიერ ნაჩვენები ფეხბურთი, უფრო ნაკლებ-ხარისხიანია. მიმდინარე სეზონში, მათ ძალიან ბევრჯერ გაუმართლათ. ვნახოთ მოახერხებენ თუ არა კვლავ იზეიმონ ჩემპიონობა. რაც შეეხება მიუნხენის "ბაიერნს". თქვენ კარგად იცით, რომ ისინი გამარჯვებას იმსახურებდნენ, ასეთ შედეგზე უარესი კი არაფერია"-აღნიშნა ლამპარდმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს, კიდევ ერთ ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს, სტივ ჯერარდს. -"მოხარული ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე "რეალი" გავიდა და არა მიუნხენის "ბაიერნი". მათ შესანიშნავ რეზულტატს მიაღწიეს, გავიდნენ რა ზედიზედ სამჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლივერპული მოახერხებს ამ გუნდის სუსტი წერტილები გამოიყენოს. ორივე მატჩში "ბაიერნი" დომინირებდა და ბევრი საგოლე მომენტიც შექმნა. "რეალს" დაცვაში სერიოზული პრობლემები ჰქონდა."-ციტირებს გამოცემა BT Sport-ი სტივენ ჯერარდის სიტყვებს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..