» » რუმენიგემ "ბავარიელები" შეაქო

რუმენიგემ "ბავარიელები" შეაქო

2-მაი-2018, 19:30
0292
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, საკუთარი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით აღფრთოვანებულია. მადრიდში გამართული ორთაბრძოლისათვის, რუმენიგე ბავარიელ ფეხბურთელებს დიდ მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ეს მატჩი საუკეთესო რეკლამა იყო გერმანიის "რეკორდმაისტერისათვის".



"მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, მიუნხენის "ბაიერნის" მიერ დემონსტრირებული ფეხბურთი, ამ ტურნირზე ასპარეზობის ბოლო ხუთწლიან პერიოდში საუკეთესო იყო. გუნდმა უზარმაზარი სამუშაო შეასრულა, აჩვენა წარმოუდგენელი მონდომება, გამბედაობდა და შევიდა დიდებულ ორთაბრძოლაში. სამწუხაროდ ახლა მე ქუდი არ მახურავს, რომ მოვიხადო იგი და თავი დავუკრა ჩემს გუნდს. მათ წინაშე ქედს ვიხრი. ვფიქრობ ეს მატჩი მიუნხენის "ბაიერნისათვის" საუკეთესო რეკლამა გახლდათ. მთელი გერმანია, საფეხბურთო სამყაროსთან ერთად ჩვენს მიმართ დიდ პატივს გამოხატავს და იუპ ჰაინკესის გუნდს უმაღლეს შეფასებას აძლევს."-ციტირებს გამოცემა Sport Bild-ი "ბავარიელთა" ხელმძღვანელის სიტყვებს

რუმენიგემ "ბავარიელები" შეაქო
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..