» » მონჩი : ასე გაგრძელება დაუშვებელია

მონჩი : ასე გაგრძელება დაუშვებელია

3-მაი-2018, 10:32
0318
საფეხბურთო კლუბ "რომას" სპორტული დირექტორი, რამოს როდრიგეს მონჩი, იტალიურ გამოცემა Football Italia-სთან მიცემულ ინტერვიუში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე, მსაჯთა ბრიგადის მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვიდეო რეფერის არსებობის შემთხვევაში ფინალში "რომა" და მიუნხენის "ბაიერნი" იასპარეზებდა.


"პირველ ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში, საკუთარ კარებში მივიღეთ გოლი, რომელიც თამაშგარე მდგომარეობიდან იყო გატანილი. დღეს კი მსაჯმა აშკარა თერთმეტმეტრიანები არ დანიშნა, მათგან ერთ-ერთ ეპიზოდში წითელი ბარათიც უნდა ეჩვენებინა. მოვიდა დრო ამაზე ხმამაღლა ვისაუბროთ. მსგავსი ფაქტებით არამხოლოდ ჩვენ დავზარალდით, არამედ იგივე ტურინის "იუვენტუსიც", როდესაც მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თამაშობდა. მთელმა იტალიურმა ფეხბურთმა ერთხმად უნდა განაცხადოს ამის შესახებ, რადგანაც დღევანდელი რეალობა შოკისმომგვრელია."

"ვერაფრით ვერ ვიგებ, ევროპის ასეთ მაღალ ტურნირზე რატომ არ იყენებენ ვიდეო გამეორებებს მსაჯები. რა თქმა უნდა, შეცდომებისგან სრულად დაზღვეული არც მაშინ ვიქნებით, თუმცა დღევანდელ დღესთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა ნამდვილად გვექნება. მსგავსი ფაქტები არამხოლოდ ეკონომიკური ზიანის მომტანია, არამედ ჩრდილს აყენებს ჩვენს მონდომებას და მუშაობასაც კი. გასახდელში ბიჭები გაცეცხლებულები იყვნენ, ჩვენ ხომ საკუთარი შესაძლებლობების ასი პროცენტი გავიღეთ. შეიძლება გულშემატკივრები ხუმრობით ამბობდნენ, რომ ვიდეო-რეფერის შემთხვევაში ფინალში "რომა" და მიუნხენის "ბაიერნი" ითამაშებდა, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იქნებოდა"-აღნიშნა ზემოხსენებულმა სპეციალისტმა
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..