» » რიბერი : მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის

რიბერი : მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის

3-მაი-2018, 13:01
0351
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, "რეკორდმაისტერის" ქომაგს, გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობას უცხადებს. 35 წლის ვეტერანმა მოიერიშემ, შესაბამაისი განცხადება twitter-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა და ერთგულ გულშემატკივარს, გერმანიის თასის ფინალში, წარმატებულ ასპარეზობასაც დაპირდა.


"ჩვენ "ბერნაბეუზე" მოვედით იმისათვის, რათა ფინალში ასპარეზობის უფლება მოგვეპოვებინა. ამისათვის ყველაფერი გავიღეთ, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა ჩვენი მოგზაურობა სწორედ აქ შეწყდა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმ მხარდაჭერისათვის რასაც თქვენგან მთელი მსოფლიოს მაშტაბით ვგრძნობდით. ამ სეზონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფინალი დაგვრჩა სათამაშო და გპირდებით გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ტიტული თქვენს გამო მოვიგოთ."-აცხადებს ფრანგი ლეგიონერი.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნსა" და ფრანკფურტის "აინტრახტს" შორის ბერლინში გასამართი ფინალური ორთაბრძოლა სტარტს, 19 მაისს თბილისის დროით 22:00 საათზე აიღებს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..