» » ჰაინკესი : მორიგი სამი ქულის აღება გვსურს

ჰაინკესი : მორიგი სამი ქულის აღება გვსურს

5-05-2018, 10:18 -ss- სიახლეები / ანონსი 1

ჰაინკესი : მორიგი სამი ქულის აღება გვსურს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, გერმანიის ჩემპიონატის 33-ე ტურის ეგიდით, საფეხბურთო კლუბ "კიოლნთან" გასამართ დღევანდელ შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ბუნდესლიგაში არსებული სოლიდური უპირატესობისა, "ბავარია" გაჩერებას არ აპირებს და მორიგი სამი ქულის აღებას შეეცდება. 72 წლის სპეციალისტის განცხადებით, აუცილებელია კლუბმა საჭირო ფორმა შეინარჩუნოს, რათა 19 მაისს ბერლინში გასამართ ორთაბრძოლაში, წარმატებულად იასპარეზოს.

"მადრიდის "რეალთან" გამართული შეხვედრა უნდა დავივიწყოთ და მისგან დამატებითი მოტივაცია შევიძინოთ, რათა დარჩენილ მატჩებში წარმატებული ასპარეზობა შევძლოთ. საქმე მორიგ სამ ქულას ეხება. გვსურს გამარჯვებების სერია განვაგრძოთ და გერმანიის თასის ეგიდით გასამართ დაპირისპირებას საჭირო ფორმით შევხვდეთ"-ციტირებს მიუნხენის "ბაიერნის" პრეს-სამსახური იუპ ჰაინკესის სიტყვებს.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, ბავარიელთა დამრიგებელმა ასევე კომენტარი გააკეთა, მანუელ ნოიერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც და შემდეგი რამ განაცხადა-"კიოლნთან გასამართ მატჩში, ნოიერი ძირითად თერთმეტეულში წარმოდგენილი არ იქნება. დღეს იგი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და საკუთარი ფიზიკური კონდიციების რეაბილიტაციაზე მუშაობს. მომავალ კვირას, დაბრუნებასთან დაკავშირებით, იგი კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს. ყველაფერი დამოკიდებულია ექიმებზე, თავად მანუელზე და ჩემზე. მისი დაბრუნების კონკრეტულ თარიღს ვერ დაგისახელებთ."-აღნიშნა ჰაინკესმა.
1
1

dachi8 (6 მაი 2018 12:33)

იქნებ შტუტგარტთან მაინც ითამაშოს მანუმ?
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.