კომენტარები : "კიოლნი" 1 - 3 "ბაიერნი" » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » კომენტარები : "კიოლნი" 1 - 3 "ბაიერნი"

კომენტარები : "კიოლნი" 1 - 3 "ბაიერნი"

6-05-2018, 10:07 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 1

კომენტარები :
სეზონის ბოლო გასვლითი მატჩი ბავარიელთათვის წარმატებული აღმოჩნდა. გერმანიის "რეკორდმაისტერმა" კიოლნში ადგილობრივ გუნდს 1-3 სძლია და საკუთარ მონაგარს მორიგი სამი ქულა შემატა. მიუნხენელებისთვის ხსენებული შეხვედრა ადვილი გასეირნება არ ყოფლა, რადგანაც სულ რამდენიმე დღის წინ მათ უმძიმესი ორთაბრძოლა ჰქონდათ გამართული მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. მიუხედავად აღნიშნულისა იუპ ჰაინკესი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

იუპ ჰაინკესი -"სამშაბათს გამართული მძიმე ორთაბრძოლის შემდეგ, ბუნდესლიგის რეჟიმზე გადართვა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. "კიოლნმა" ძალიან კარგი თამაში აჩვენა, რიგ ეპიზოდებში მართლაც რომ ცხოვრება გაგვირთულეს. შეხვედრის მეორე ნახევარში სრულიად განსხვავებული ფეხბურთის დემონსტრირება მოვახდინეთ. მატჩის მსვლელობას უკვე ჩვენ ვაკონტროლებდით, ვქმნიდით მომენტებს და რაც მთავარია, მათ რეალიზაციას ვახდენდით. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გვინდოდა მოგებების სერია გაგვეგრძელებინა. წინ კიდევ ერთი დიდი მიზანი გვაქვს, ეს გერმანიის თასის ფინალური დაპირისპირებაა"

მატს ჰუმელსი -"მქონდა ისეთი შეგრძნება, თითქოს სამშაბათს განვითარებული მოვლენების შემდეგ მდგომარეობიდან ბოლომდე გამოსულები ვერ ვიყავით. ეს ადვილი არ ყოფილა. თავდაპირველად ბრძოლაში შესვლა გვმართებდა, რაღაც ეპიზოდებში კი ძალიან ვართულებდით მოქმედებას. ჩვენ მივეცით "კიოლნს" იმის საშუალება, რომ მათ კარგი კონტრშეტევა განეხორციელებინათ. მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით და მთლიანობაში დამსახურებული გამარჯვებაც მოვიპოვეთ."

იოშუა კიმიხი -"პირველ ტაიმში ვაჩვენეთ ის რასაც საერთოდ არ ვგეგმავდით. ჩვენ რობოტები არ ვართ, შესამჩნევი იყო, რომ სამშაბათს მძიმე ორთაბრძოლა გვქონდა გადატანილი. როდესაც უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირს ეთიშები, ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია გაუმკლავდე მას. ორ-სამ დღეში ასეთი ფაქტის მონელება არ ხდება. რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით."

შტეფან რუტენბეკი ("კიოლნის" მთავარი მწვრთნელი)-"მატჩის დასაწყისში ჩემი გუნდი კარგ ფეხბურთს დემონსტრირებდა. დაცვაში შესანიშნავად ვმოქმედებდით, ასევე ვაჩვენებდით კარგ პრესინგს და კონტრშეტევებზეც ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით, გარდა ამისა რიგ ეპიზოდებში ბურთსაც ვფლობდით. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ შესვენებაზე ჩვენ დიდი ანგარიშით უნდა ვყოფილიყავით წინ გასულები. შეხვედრის მეორე ნახევარში უკვე "ბავარია" დომინირებდა. მათ წარმოუდგენლად მაღალი წნეხი შემოგვთავაზეს და ფლანგებიდან ძალიან ბევრი ჩაწოდებები განახორციელეს. დასკვნით ფაზაში მათი თამაში საუცხოოა. ჩვენ ისინი უბრალოდ ვერ გავაჩერეთ."

ტიმო ჰორნი ("კიოლნის" კიპერი) -"ჩვენ შესანიშნავად დავიწყეთ და გაცილებით დიდი ანგარიშით დაწინაურებაც გვმართებდა. მაგრამ როდესაც მეტოქემ იდეალური კომბინაციებით თამაში დაიწყო, უკვე რთული იყო თავისუფალი ზონების პოვნა. ვფიქრობ, გულშემატკივარმა კარგად დაინახა, რომ არ დავნებდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ."

სიმონ ტეროდე ("კიოლნის" თავდამსხმელი) -"ბავარიამ დიდი ძალები გაიღო. პირველ ტაიმში ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით ანგარიშის გაზრდასთან, ვიდრე "ბაიერნი" მის გათანაბრებასთან. წინააღმდეგობის გაწევა მეორე ტაიმშიც გავაგრძელეთ, თუმცა საბოლოო შედგი 1-3 ვფიქრობ, რომ ლოგიკურია."
1
1

dachi8 (6 მაი 2018 12:34)

როგორ მეცოდებიან ჰორნი და ექტორი cranky
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.