» » ბრაიტნერმა ლევანდოვსკი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გახვია

ბრაიტნერმა ლევანდოვსკი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გახვია

7-მაი-2018, 01:11
0286
პაულ ბრაიტნერმა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის 2 ფინალში აქვს გატანილი გოლი, მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი და გერმანიასა და ესპანეთში „ბავარიასთან“ და „რეალთან“ ჩემპიონატების გამარჯვებულია, სასტიკად გააკრიტიკა „ბავარიის“ პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი.

„ლევანდოვსკის ყოველ ჯერზე ურთულდება პარტნიორებისაგან თანადგომა მიიღოს. ფეხბურთელები დაფიქრდებიან, ნამდვილად ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც აქ დარჩენა სურს? მან ვერ ისწავლა პატივისცემა მწვრთნელის და გუნდის. ლევანდოვსკის უდიდესი პრობლემა აქვს თვითშეფასებასთან. თავდამსხმელი, რომელსაც სჯერა, რომ ერთ დონეზე დგას რონალდუსთან, ეს ზოგჯერ მაინც უნდა ანახოს ჩემპიონთა ლიგაზე. ის არ ფიქრობს გუნდზე, სამაგიეროდ მისთვის მუდამ მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი: „მე, მე, მე“.

„თუ ასე ითქმება, რომ ლევანდოვსკი საჭიროა ბაიერნისთვის რათა ჩემპიონთა ლიგა მოიგონ, ჩვენ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ორჯერვე უკეთესი ვიყავით მადრიდის რეალზე და ორჯერ სენსაციურად ვითამაშეთ - ლევანდოვსკის გარეშე“, - განაცხადა პაულ ბრაიტნერმა.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის 33-ე ტურში, კიოლნთან მატჩის მიმდინარეობისას, როდესაც „ბავარია“ „თხებს“ ანგარიშით 2:1 უგებდა, იუპ ჰაინკესმა 77-ე წუთზე მოედანზე ცვლილება განახორციელა და ლევანდოვსკი ვაგნერით ჩაანაცვლა. პოლონელმა ფორვარდმა უკმაყოფილება იმით გამოხატა, რომ ხელის ჩამოსართმევად გამზადებულ იუპ ჰაინკესს გვერდზე შეუხედავად ჩაუარა და გერმანელი მწვრთნელი გაოცებული დატოვა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..