» » რიბერიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა

რიბერიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა

7-05-2018, 19:55 dachi8 სიახლეები 0

რიბერიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა
ფრანკ რიბერი კიდევ ერთი წლით ჩაიცმევს „ბავარიის“ მაისურს. ორშაბათს 35 წლის ვეტერანმა კონტრაქტი კლუბთან 2019 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. რიბერი „ბავარიაში“ 2007 წლიდან იმყოფება და მიმდინარე სეზონში ის მერვედ გახდა გერმანიის ჩემპიონი.

„ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ფრანკი ჩვენთან ერთად რჩება. ამ სეზონში ფრანკმა ბუნდესლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე და გერმანიის თასზე არაერთხელ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და შესანიშნავ თამაშს დემონსტრირებდა. ყველაფერ ამასთან ერთად ის ნამდვილი ფავორიტია ჩვენი გულშემატკივრების“, - განაცხადა „ბავარიის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა.

ფრანკ რიბერიმ ბუნდესლიგაში 247 მატჩი ჩაატარა, სადაც 80 გოლი გაიტანა. 2013 წელს ფრანგმა „ბავარიასთან“ ერთად ტრებლი მოიგო და ევროპაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი წელი ამ დიდებულ კლუბში გამოვალ. მიუნხენი ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის სამშობლო გახდა. ვამაყობ, რომ მომდევნო წელსაც „ბავარიის“ მაისურს მოვირგებ, - განაცხადა რიბერიმ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.