» » ულრაიხი: მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ

ულრაიხი: მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ

8-05-2018, 11:11 -ss- სიახლეები 0

ულრაიხი: მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ
მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯი სვენ ულრაიხი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მზად არის გერმანიის თასის ფინალურ ორთაბრძოლაში, სათადარიგო სკამზე გადაინაცვლოს და ძირითად თერთმტეულში კუთვნილი ადგილი, ახლად მომჯობინებულ მანუელ ნოიერს დაუთმოს. ფეხბურთელის თქმით, იგი მთავარი მწვრთნელის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.


"რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია გერმანიის თასის ფინალში ვიასპარეზო. ვფიქრობ, რომ კარგი სეზონი მქონდა, მე ჩემი წვლილი შევიტანე, იმაში რომ "ბაიერნი" აღნიშნული ტურნირის ფინალურ სტადიამდე მოსულიყო. თუმცა თუ მანუელი საჭირო ფორმაში იქნება და მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ მან უნდა ითამაშოს ხსენებულ მატჩში, ე.ი ეს ასეც იქნება. მესმის, რომ ნოიერს სათამაშო დრო ესაჭიროება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის ეროვნული ნაკრებისთვისაც."-ციტირებს გამოცემა ESPN სვენ ულრაიხის სიტყვებს.

შეგახსენებთ, 19 მაისს ბერლინი, გერმანიის თასის ფინალურ ორთაბრძოლას მასპინძლობს. ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და ფრანკფურტის "აინტრახტი" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.