» » გულშემატკივრებმა ულრაიხი თვის საუკეთესოდ დაასახელეს

გულშემატკივრებმა ულრაიხი თვის საუკეთესოდ დაასახელეს

9-05-2018, 00:42 dachi8 სიახლეები 0

გულშემატკივრებმა ულრაიხი თვის საუკეთესოდ დაასახელეს
წარმოუდგენელი სეივი გერმანიის თასის ნახევარფინალში კარიმ ბელარაბის დარტყმის შემდეგ, სუპერგადარჩენა ჰანოვერში ტიმო ჰიუბერსის გასროლის შემდეგ, როდესაც ტაბლოზე 0:0 ანგარიში ფიქსირდებოდა, - ეს მხოლოდ 2 მაგალითია სვენ ულრაიხის დიდებული მოქმედებების აპრილში.

„ბავარიის“ გულშემატკივრებმა ღირსეულად შეაფასეს გოლკიპერის თამაში და ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს უკვე 3-ედ (ასევე ნოემბერში და დეკემბერში).
ულრაიხს ხმა გულშემატკივრების 23 პროცენტმა მისცა, მე-2 ადგილი ხამეს როდრიგესმა დაიკავა (18 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილი იოშუა კიმიხს შეხვდა (15 პროცენტი).


„ბავარიის“ მთავარი სპონსორი კომპანია „ტელეკომი“ აპრილის 5 საუკეთესო ფეხბურთელს წარმოგვიდგენს:

1. სვენ ულრაიხი - 23%
2. ხამესი - 18%
3. იოშუა კიმიხი - 15%
4. ფრანკ რიბერი - 14%
5. თომას მიულერი - 12%

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.