» » კიმიხი : ძალიან ბედნიერი ვარ

კიმიხი : ძალიან ბედნიერი ვარ

10-05-2018, 10:23 -ss- სიახლეები 0

კიმიხი : ძალიან ბედნიერი ვარ
იოშუა კიმიხი, მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ძირითადი თერთმეტეულის შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა. მან ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 25 მათგანში კი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ წარმოდგენილი. 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 13 შედეგიანი გადაცემაა აღნიშნული, რაც "რეკორდმაისტერის" რიგებში, თომას მიულერის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება. გარდა ამისა, კიმიხი გამოირჩევა გატანილი გოლებითაც. მისი მონაგარი 6 გოლს შეადგენს, საიდანაც 4 უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირზეა დაფიქსირებული.

"გაკვირვებული ვარ"-იძახის იოშუა კიმიხი ჟურნალისტებთან საუბრისას. "შტუტგარტში" და "ლაიპციგში" მე გატანილი გოლებით ვერ გამოვირჩეოდი. აქ კი უკვე რამდენიმეჯერ მოვახერხე მეტოქე გუნდის კარის აღება. ეს ფაქტი ძალიან მახარებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩემი ძირითადი დავალება". ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორია იყო ლეგენდარული ფილიპ ლამის მემკვიდრე, ახალგაზრდა ფეხბურთელმა შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა.

"არ ვფიქრობდი იმის შესახებ, რომ ფილიპ ლამი ერთი-ერთში შემეცვალა, რადგანაც ამის გაკეთება უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ფილიპი წლების განმავლობაში, ამ სათამაშო პოზიციის სახე იყო, იგი იყო ამ კლუბის გამორჩეული ფიგურა. გარდა ამისა ლამი გახლდათ გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანიც. 22 წლის ფეხბურთელმა კი შეუძლებელია ყველაფერი ეს იტვირთოს. ჩემთვის მთავარია საკუთარი გზით სიარული განვაგრძო, გამოვიყენო ჩემი ძლიერი მხარეები და არ ვიყო ვინმეს კოპირებული ვერსია."

საუბრის ბოლოს განაპირა მცველმა, 2017/2018 წლის საფეხბურთო სეზონი შეაჯამა და შემდეგი რამ განაცხადა -"სეზონის პირველ ნახევარში, ჩვენს მიერ დაფიქსირებული შედეგი, არც თუ ისე სახარბიელო იყო. ამიტომ კლუბში გარკვეული ცვლილებები განხორციელოდა, შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, რის შედეგადაც გუნდი გაცილებით კარგად ათამაშდა. გერმანიის ჩემპიონატის მოგება ძალიან დამაჯერებლად შევძელით."-დაასრულა კიმიხმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.