» » პრემიერ-მინისტრმა ზიოდერმა "ბავარიის" დამსახურებები აღნიშნა

პრემიერ-მინისტრმა ზიოდერმა "ბავარიის" დამსახურებები აღნიშნა

10-05-2018, 11:34 dachi8 სიახლეები 0

პრემიერ-მინისტრმა ზიოდერმა
ოთხშაბათს პირველი ოფიციალური შეხვედრა შედგა „ბავარიასა“ და ახალ პრემიერ-მინისტრ მარკუს ზიოდერს შორის, რომელიც ამ პოსტზე ამა წლის მარტში დაინიშნა. ბავარიის სახელმწიფო კანცელარიაში საზეიმო მიღების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა გერმანიის რეკორდმაისტერის მიღწევები აღნიშნა. „6-ჯერ ზედიზედ ჩემპიონობა მხოლოდ ერთ კლუბს შეუძლია და ეს „ბავარიაა“. თქვენ ახალ მასშტაბებს განსაზღვრავთ, ისევე როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე“.

განსაკუთრებული პატივი იუპ ჰაინკესს

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული პატივი იუპ ჰაინკესს მიაგეს, რომელსაც შეხვედრის დღეს 73 წელი შეუსრულდა. მწვრთნელს ხმამაღლა შეეგებნენ „იუპ, იუპ, იუპ“-ის ძახილით, შემდეგ პრემიერ მინისტრმა და მოწვეულმა სტუმრებმა იუბილარის საპატივცემულოდ სიმღერაც შეასრულეს. თავის სიტყვაში ზიოდერმა ჰაინკესს განსაკუთრებული საჩუქარი შესთავაზა: „ჩვენ ვამაყობთ იმით, რაც თქვენ კლუბისთვის და ამ მიწისთვის გააკეთეთ. გთავაზობთ ახლავე მოვაწყოთ კაბინეტის სხდომა, იმისათვის, რომ ბავარიის მოქალაქეობა მოგანიჭოთ“. როგორც ცნობილია იუპ ჰაინკესი რეინის ოლქის მაცხოვრებელია.

„ბავარიის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ბავარიის პრემიერ-მინისტრს მოწვევისათვის და გაწეული პატივისათვის მადლობა გადაუხადა და თავის სიტყვაში "ბავარიისთვის" თავისუფალი მიწის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „ჩვენთვის, „ბავარიისთვის“, როგორც გლობალური მოთამაშისთვის, მიუნხენი და ბავარია ყოველთვის იყო და დარჩება სამშობლოდ“.

ცერემონიის ბოლოს, რომელიც ჰოფგარტენში მიმდინარეობდა, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა, იუპ ჰაინკესი და ფეხბურთელები მანუელ ნოიერის კაპიტნობით, ბავარიის მთავრობის სტუმართა წიგნში იყვნენ შეტანილი.

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.