» » კომენტარები: ბაიერნი 1 - 4 შტუტგარტი

კომენტარები: ბაიერნი 1 - 4 შტუტგარტი

13-05-2018, 12:40 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

კომენტარები: ბაიერნი 1 - 4 შტუტგარტი
სამწუხაროა! გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, მიუნხენის "ბაიერნმა" თავისი პირველი საშინაო მარცხი იწვნია საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტისაგან". "ძალიან არასასიამოვნო მარცხი ვიგემეთ. კარგი თამაშის დემონსტრირება გვსურდა, თუნდაც ჩვენი მთავარი მწვრთნელის გამო."-აღნიშნავდა ბავარიელთა კიპერი სვენ ულრაიხი, ხსენებული მატჩის დასრულების შემდგომ.


შეხვედრის შემდგომ გაკეთებული კომენტარები


იუპ ჰაინკესი -"ვულოცავ შტუტგარტს ამ გამარჯვებას. მათ შესენიშნავი მატჩი ჩაატარეს, განსაკუთრებით გამოვყოფდი მეტოქე გუნდის კონტრშეტევებს. მათ მოახერხეს დამსახურებული გამარჯვება მოეპოვებინათ. ეს გუნდი გამოირჩეოდა კარგი ორგანიზებულობით, ასევე აღსანიშნავია მათი ეფექტური მოქმედება დაცვაშიც. როდესაც ანგარიში 1-1 იყო, ჩვენ სამი კარგი მომენტი გვქონდა, რომლის გამოყენებაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. მაშინ როცა ასეთი დაცვის წინააღმდეგ გიწევს თამაში, აუცილებელია წინ წაიწიო, რათა მეტოქემ საკუთარი ტაქტიკა შეცვალოს. რას ვიზამთ, ასეთი დღეებიც არსებობს. ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ და მთელი ყურადღება გერმანიის თასის ფინალური მატჩისკენ გადავიტანოთ. ბერლინში სრულიად სხვა ბავარიას იხილავთ."

თომას მიულერი -" მოედანზე ვერ ვაჩვენეთ ის მენტალიტეტი, რამაც ჩვენ საჩემპიონო ტიტულამდე მიგვიყვანა. რა თქმა უნდა, ეს საწყენია"

სვენ ულრაიხი -"ვერცხლის სინის დაუფლება შესანიშნავი გრძნობაა. ჩვენ ამისათვის თავდაუზოგავად ვმუშაობდით და მოხარული ვარ, რომ ამ საქმეში ჩემი წვლილიც შევიტანე. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, დღეს ჩვენ არასასიამოვნო მარცხი ვიგემეთ. გვსურდა კარგი თამაში გვეჩვენებინა, თუნდაც ჩვენი მთავარი მწვრთნელის გამო. ახლა ყველაფერი კარგად უნდა გავაანალიზოთ და მომავალ კვირას სულ სხვა თამაში ვაჩვენოთ, გერმანიის თასის ფინალურ ორთაბრძოლაში.

ნიკლას ზულე -"დღეს კარგი დღეა, თუმცა ჩვენ ძალიან ცუდათ ვითამაშეთ, მათ შორის მეც. პირველი ჩემპიონობა, ეს რაღაც განსაკუთრებული შეგრძნებაა. დღევანდელ მატჩში გვქონდა კარგი ეპიზოდებიც. შესვენებამდე 20 წუთით ადრე ჩვენ მძიმე ზეწოლა განვახორციელეთ მოწინააღმდეგე გუნდზე. გვქონდა რამდენიმე მომენტი, მაგრამ მეორე გოლი გავუშვით. ცოტა უცნაური შეხვედრა იყო."

ტაიფუნ კორკუტი (შტუტგარტის მთავარი მწვრთნელი)-"ჩვენი მილოცვა "ბაიერნს". მათ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარეს და ჩემპიონებიც გახდნენ. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, დღეს ჩვენ ძალიან კარგი შტუტგარტი ვიხილეთ, რომელიც გამოირჩეოდა სათანადო ორგანიზებულობით. კარგად ვიყენებდით კონტრშეტევებს, რამაც დამსახურებულ გამარჯვებამდე მიგვიყვანა."

ჰოლგერ ბადშტუბერი (შტუტგარტის მცველი) -"ეს დაუჯერებელია. ჩვენი თამაში უბრალოდ შესანიშნავი იყო. ეს ძალიან ძალიან კარგია. ვმოქმედებდით ტოპ-დონეზე და არ ვიმალებოდით."
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.