» » ულრაიხი: ეს ჩემთვის დიდი პატივია

ულრაიხი: ეს ჩემთვის დიდი პატივია

15-05-2018, 16:48 dachi8 სიახლეები 0

ულრაიხი: ეს ჩემთვის დიდი პატივია
გუნდი, გულშემატკივართა ტრიბუნის წინ იდგა და მათთან ერთად 28-ე საჩემპიონო ტიტულს აღნიშნავდა. როდესაც ტრადიციული Humba-ს წამღერება დაიწყეს, გულშემატკივრებმა ამისათვის სვენ ულრაიხს მიმართეს. სახეზე ფართო ღიმილით გოლკიპერმა ამოცანას ღირსეულად გაართვა თავი.

„წარმოუდგენლად გახარებული ვიყავი, რომ გულშემატკივრებმა მე ამირჩიეს და მე მომიწია ღობეზე აძრომა. ეს ნამდვილად პატივია ჩემთვის და მეტად სასიამოვნო ემოციები განვიცადე“, - აღნიშნა 29 წლის გოლკიპერმა. ეს აღიარება ულრაიხმა მთელი სეზონის განმავლობაში თავისი სტაბილური თამაშით დაიმსახურა, სადაც ტრავმირებული მანუელ ნოიერის შეცვლა მოუწია.

„სეზონი ჩემთვის უბრალოდ სუპერი გამოდგა. ბევრი მატჩი ჩავატარე და გუნდის დახმარება შევძელი. ჯერ-ჯერობით ეს ჩემს კარიერაში ყველაზე საუკეთესო სეზონი იყო“. 26-მა ნომერმა 34 მატჩიდან 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა. თომას მიულერმა კი მას „წლის ადამიანი“ უწოდა, ხოლო ნოიერმა თავის კოლეგას ლუდის დუში მოუწყო ინტერვიუს დროს.
ამ ყველაფრის კულმინაცია კი გულშემატკივრების შეძახილები აღმოჩნდა: „ულრაიხ, ამოდი ღობეზე!“.

ულრაიხი: ეს ჩემთვის დიდი პატივია
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.