» » ბავარიელები მზადებას შეუდგნენ

ბავარიელები მზადებას შეუდგნენ

16-05-2018, 10:35 -ss- სიახლეები 0

ბავარიელები მზადებას შეუდგნენ
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი, ერთგული გულშემატკივართათვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მანუელ ნოიერი, კინგსლი კომანი და დავიდ ალაბა, ძირითად გუნდთან ერთად, სრული პროგრამით ვარჯიშს უკვე შეუდგნენ. ფრანკფურტის "აინტრახტის" წინააღმდეგ გასამართ ფინალურ დაპირისპირებას, გერმანიის "რეკორდმაისტერი" ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.


"ბაიერნის" თითოეული ფეხბურთელისათვის, ხსენებული მატჩი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ფეხბურთელებს სურთ, რომ ლეგენდარულ იუპ ჰაინკესს საკადრისი გაცილება მოუწყონ. "ჩვენ გვსურს, რომ იუპს დუბლი ვაჩუქოთ, ამისათვის კი გავიღებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია"-მთლიანი გუნდის სახელით პირობას დებს სანდრო ვაგნერი. ბუნდესლიგის ბოლო ტურში დაფიქსირებული არასახარბიელო შედეგის მიუხედავად, მატს ჰუმელსი ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს და აღნიშნავს, რომ გულშემატკივარი ბერლინში სულ სხვა "ბაიერნს" იხილავს.

"ბერლინში განსხვავებულ ბავარიას იხილავთ. ეს არ იქნება ის გუნდი რაც შტუტგარტთან იყო წარმოდგენილი. ამ დაპირისპირებისათვის სამშაბათიდან ჩვენ ოპტიმალურ მზადებას დავიწყებთ"-აღნიშნა იუპ ჰაინკესმა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გარდა ზემოხსენებული ფეხბურთელებისა, მეორე სავარჯიშო მოედანზე, ასევე მუშაობდნენ ხუან ბერნატი, არიენ რობენი და ჟერომ ბოატენგიც, რომელთა დატვირთვაც ძირითადად მხოლოდ სირბილს მოიცავდა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.