» » ახალი ხელშეკრულება რაფინიასთან

ახალი ხელშეკრულება რაფინიასთან

16-05-2018, 11:00 -ss- სიახლეები 0

ახალი ხელშეკრულება რაფინიასთან
მარსიო რაფაელ ფერეირა დე სოუზა, იგივე რაფინია მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 2019 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 32 წლის ფეხბურთელთან წარმოებული მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდა და სამშაბათს შესაბამისი ხელშეკრულებაც გაფორმდა.


"ძალიან ბედნიერი ვარ. ამ კლუბში თამაში ნამდვილი ოცნებაა. აქ უკვე შვიდი წელია რაც ვიმყოფები და წინ კიდევ ერთი წელი მელის. მიუნხენში თავს ძალიან კომფორტულად ვფრძნობ. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია "-აღნიშნავს რაფინია ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში.

ბრაზილიელი ლეგიონერი მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში 2011 წლიდან ასპარეზობს. ამ დროის განმავლობაში მან 6 ჯერ იზეიმა ბუნდესლიგის ჩემპიონობა, 3 ჯერ გახდა გერმანიის თასის გამარჯვებული, ხოლო 2013 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში რაფინიამ 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა ერთი გოლი და განახორციელა ოთხი შედეგიანი გადაცემა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.