FCB : რობენმა კონტრაქტი გაახანგრძლივა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » FCB : რობენმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

FCB : რობენმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

18-05-2018, 10:43 -ss- სიახლეები 1

FCB : რობენმა კონტრაქტი გაახანგრძლივა
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, "რეკორდმაისტერის" რიგებში 2019 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს. გერმანიის თასის ფინალურ ორთაბრძოლამდე ორი დღით ადრე, ვეტერანმა მოიერიშემ ახალი კონტრაქტი მიიღო. ხსენებულ ინფორმაციას, მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.


"მინდა გითხრათ, რომ ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებას სულმოუთმენლად ველი. უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების დატოვება, ძალიან, ძალიან მტკივნეული იყო. სწორედ ამიტომ მსურს, რომ ახალ საფეხბურთო სეზონში, ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავიღო და კლუბისათვის კვლავაც სასარგებლო ვიყო."-ციტირებს არიენ რობენის სიტყვებს, მიუნხენის "ბაიერნის" პრეს-სამსახური

ჰოლანდიელი ფეხბურთელი, გერმანული გრანდის რიგებში 2009 წელს ჩაირიცხა. ამ დროის განმავლობაში მან შვიდჯერ მოიგო ბუნდესლიგა, ოთხჯერ გახდა გერმანიის თასის გამარჯვებული, ხოლო 2013 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფალური გამარჯვება იზეიმა. 2017/2018 წლის საფეხბურთო სეზონში, რობენმა მიუნხენური კლუბის მაისურით 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 7 გოლი და განახორციელა 12 შედეგიანი გადაცემა.

1
1

dachi8 (18 მაი 2018 23:27)

არიენ ნაკლები ტრავმა რაც მთავარია, მაქსიმუმ 1 და ისიც 1 კვირიანი, ისიც სეზონის დასაწყისში kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.