» » ჰაინკესმა ზაბენერშტრასეზე ბოლო ვარჯიში ჩაატარა

ჰაინკესმა ზაბენერშტრასეზე ბოლო ვარჯიში ჩაატარა

18-05-2018, 15:19 dachi8 სიახლეები 0

ჰაინკესმა ზაბენერშტრასეზე ბოლო ვარჯიში ჩაატარა
გუშინ იუპ ჰაინკესმა თავისი ბოლო ვარჯიში ჩაატარა ზაბენერშტრასეზე. ვარჯიშის შემდეგ კლუბის ყველა თანამშრომელი შეიკრიბა, რათა დიდებული მწვრთნელი გაეცილებინათ და მისთვის წარმატება ესურვათ ბერლინში ჩასატარებელ მოახლოებულ დიდ მატჩში.

გუშინდელ ვარჯიშზე ვერ მიიღეს მონაწილეობა არტურო ვიდალმა და ჟერომ ბოატენგმა, ასევე თომას მიულერმა, რომელსაც კუჭ-ნაჭლავის ინფექცია გამოუვლინდა. არიენ რობენი და იოშუა კიმიხი ინდივიდუალურად მუშაობდნენ. ხუან ბერნატი და კორენტენ ტოლისო კი საერთო ჯგუფში ვარჯიშებს დაუბრუნდნენ.

ვაგნერმა ნაკრებში კარიერის დასრულება დააანონსა

მსოფლიო ჩემპიონატზე გაფართოებული შემადგენლობის დასახელების შემდეგ, სადაც ვაგნერი ვერ მოხვდა, სანდრომ გადაწყვიტა ბუნდეს ნაკრებში კარიერა დაესრულებინა: „დაუყოვნებლივ ვტოვებ ნაკრებს“, - ციტირებს 30 წლის ფეხბურთელს გაზეთი Bild. სამშაბათს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა წინასწარი სია გამოაქვეყნა 27 ფეხბურთელისგან შემდგარი, რომელშიც „ბავარიის“ თავდამსხმელი სანდრო ვაგნერი არ აღმოჩნდა. „მოვიტყუები, რომ ვთქვა, თითქოს იმედგაცრუებული არ ვარ. კარგი იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა“, - იძახის ვაგნერი. „ჩემს ბიჭებს ვუსურვებ რუსეთში ყველაფერ საუკეთესოს და ვიმედოვნებ, რომ ისინი მსოფლიოს ჩემპიონებად დაუბრუნდებიან სამშობლოს“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.