» » შეელევა ჰამბურგი არპს?

შეელევა ჰამბურგი არპს?

18-05-2018, 17:36 dachi8 ტრანსფერები 2

შეელევა ჰამბურგი არპს?
გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ჰამბურგმა იან-ფიეტ არპზე ბრძოლა წააგო. „ჰამბურგის“ 18 წლის თავდამსხმელი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს იუწყება გერმანული ინტერნეტ-გამოცემა BILD.

თვეების განმავლობაში „ჰამბურგის“ ხელმძღვანელობა დაუღალავად იმეორებდა იმას, რომ კლუბს ახალგაზრდა თავდამსხმელთან დიდი გეგმები ჰქონდა და კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავდნენ, რაზეც ქრისტიან ტიტცის (მწვრთნელი) იმედი ჰქონდათ და მისი კარგი ურთიერთობის ფეხბურთელთან. თუმცა ამაოდ.

მწვრთნელი წარმატებით მუშაობდა არპთან U17-ის დროსაც. 45 თამაშში ახალგაზრდულ ბუნდესლიგაში თავდამსხმელს 37 გოლი ჰქონდა გატანილი.

თუმცა, წარმატებულ სტარტს, სადაც 3 ბუნდესლიგის თამაშში არპს 2 გოლი ჰქონდა გატანილი, დიდი ხნიანი მშრალი სერია მიყვა. რამაც ზამთარში აგორებული აჟიოტაჟი ახალგაზრდა თავდამსხმელის დიდ ტრანსფერზე ფანტაზიად აქცია.

მხოლოდ 1 ფინალური გადაწყვეტილება აქვს დარჩენილი „ჰამბურგს“: გაყიდოს თავისი აღზრდილი ამ ზაფხულში ან უფასოდ გაუშვას მომდევნო საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს.

მიმართულება ნათელია ყველა შემთხვევაში. არპი თავის მომავალს „ბავარიაში“ ხედავს. „ჰამბურგი“ კი ვერაფერს ვერ მოიგებს, თუ არპი კონტრაქტის ბოლომდე კლუბში დარჩება, ისინი თავის საუკეთესო ტალანტში ერთ ცენტსაც კი არ მიიღებენ.

„ბავარია“ საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელებს გაშლილი ხელებით ეგებება კლუბში. ვნახოთ თუ რა გზას აირჩევს თვითონ ფეხბურთელი და თუ „ბავარიაც“ ხედავს არპში თავის მომავალს.
1
1

dachi8 (18 მაი 2018 20:39)

Bavaria004,
სიძუნწე რატოა შეგიძლია ამიხსნა?
ნიჭიერ ახალგაზრდა გერმანელს თუ დაიმატებს სიძუნწესთან რა კავშირშია?
თუ ისაა კარგი რეალმა ოდეგაარში რომ გადაიხადა მილიონები და კასტილიაშიც რომ არ გამოადგა?
0

Bavaria004 (18 მაი 2018 19:55)

მორიგი სიძუნწე ბაიერნის
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.