» » ჯორჯ ალაბა: "რეალის ინტერესის შესახებ ყველამ იცის"

ჯორჯ ალაბა: "რეალის ინტერესის შესახებ ყველამ იცის"

18-მაი-2018, 22:53
0346
“ბავარიის“ ავსტრიელი მცველის დავიდ ალაბას მამა ჯორჯ ალაბა, რომელიც ამავე დროს ფეხბურთელის აგენტად გვევლინება, მადრიდის „რეალის“ ინტერესის შესახებ ყვება.



„ყველამ იცის, რომ „რეალი“ მეტად დაინტერესებულია დავიდით, მაგრამ ახლა ჩვენ არაფრის კომენტირება არ შეგვიძლია“.

„ვნახოთ როგორ აეწყობა საქმეები ზაფხულში. ახლა დრო არაა იმის განხილვის, თუ ვინ ინტერესდება. ყველა საქმის კურსშია „რეალის“ ინტერესის შესახებ, ეს საიდუმლო არაა“.

„მაგრამ ახლა სალაპარაკო არაფერია. სეზონის ბოლომდე უნდა დავიცადოთ, იქ კი შევხედავთ“, - დააკომენტარა ფეხბურთელის მამამ.

დავიდ ოლატოკუნბო ალაბა „ბავარიის“ აღზრდილია და ის რეკორდმაისტერში 2008 წლიდან იმყოფება. ახალგაზრდულ წლებში იგი სხვადასხვა პოზიციებზე ასპარეზობდა, ნახევარდაცვაში და თავდასხმაშიც კი, თუმცა „ბავარიაში“ ის მარცხენა მცველის პოზიციაზე განთავსდა და 2011-2014 წლებში ზედიზედ ოთხჯერ დასახელდა ავსტრიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..