» » ჰაინკესი სულმოუთმენლად ელის "გერმანულ უემბლის"

ჰაინკესი სულმოუთმენლად ელის "გერმანულ უემბლის"

18-მაი-2018, 23:25
0303
პარასკევს, იუპ ჰაინკესმა თავის კარიერაში ბოლოჯერ მიიღო მონაწილეობა წინასამატჩო პრეს-კონფერენციაში. შაბათს 22:00 საათზე 73 წლის სპეციალისტი თავის კარიერას გერმანიის თასზე ორთაბრძოლით დაასრულებს. „რა თქმა უნდა ეს მეტად ემოციური იქნება. ბერლინში სტადიონი ეს გერმანული „უემბლია“. აქ შესანიშნავი ატმოსფეროა. ეს მატჩი კიდევ ერთი ნათელი მოვლენა იქნება ჩემს ბიოგრაფიაში, რომელსაც ნამდვილად გავიხსენებ ხოლმე“.

2013 წლის ტრებლის ავტორს რომ სასიამოვნო მოგონებები დარჩეს, შაბათს აუცილებელია გამარჯვების მოპოვება. ამიტომ ბოლო კვირებში მთავარმა მწვრთნელმა თავის გუნდთან ერთად ბევრი დეტალი განიხილა. მწვრთნელის სასიხარულოდ გუნდის განაცხადში კვლავ იქნება მანუელ ნოიერი. პირველი ნომერი 2017 წლის სექტემბრიდან გუნდისთვის ხელმიუწვდომელი იყო. „ბავარიის“ კაპიტანი სრულიად გამოჯანმრთელდა ტრავმის შემდეგ, მაგრამ „სასტარტო შემადგენლობაში არ გამოვა“ , ასე განაცხადა იუპ ჰაინკესმა.

მიულერი მზადაა თამაშისთვის

თომას მიულერი კუჭ-ნაწლავის ინფექციის შემდეგ გამოჯანმრთელდა და მზადაა მატჩისთვის. „ის შეძლებს მოედანზე გამოსვლას პირველივე წუთებიდან. ამის შესახებ არ ვნერვიულობ“. ვერ ითამაშებენ ჟერომ ბოატენგი, არტურო ვიდალი და არიენ რობენი.

„ბავარია“ - მოქმედი ჩემპიონია და ამიტომ არაფერია იმაში საკვირველი, რომ ექსპერტების უმრავლესობა ფავორიტად ზუსტად ბაიერნს ასახელებს. თუმცა ჰაინკესი არ თვლის, რომ ყველაფერი ასე მარტივადაა. „აინტრახტმა“ ძალიან, ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა ბუნდესლიგაში. წინა წელს ისინი თასის ფინალში გავიდნენ და ამ წელსაც იგივე გამოუვიდათ. დიდი ვნებით და ძალისხმევით თამაშობენ, მეტად ამბიციურები არიან და კარგ ფეხბურთს დემონსტრირებენ. ჩვენ გაფრთხილებულები ვართ“, - იძახის მწვრთნელი.


თასი გამოსამშვიდობებლად

ასევე მსჯელობს მათს ჰუმელსიც. „ჩვენს წინაშე რთული ამოცანა დგას. თასი რომ ავწიოთ, ტოპ-თამაში უნდა ვაჩვენოთ“, - ხაზი გაუსვა ცენტრალურმა მცველმა, რომელიც მნიშვნელობას არ ანიჭებს იმას, რომ მომდევნო სეზონში ზუსტად ნიკო კოვაჩი იქნება „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელი. „ჩვენ თასის მოგება გვსურს, ეს უმთავრესია“.

სანამ „ბავარიელები“ სასტუმროში განთავსდებოდნენ, ჰაინკესმა და ჰუმელსმა ფოტოგრაფებისთვის თასთან ერთად რამოდენიმე სურათი გადაიღეს. თვალები ორივეს ანთებოდა, შესამჩნევი იყო, რომ ისინი მოუთმენლად ელიან მოახლოებულ მატჩს.

გუნდი მზადაა იუპ ჰაინკესის საინტერესო კარიერაში ბოლო და დიდ დაპირისპირებისთვის.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..