» » ბავარიამ ლევერკუზენს 60 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა

ბავარიამ ლევერკუზენს 60 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა

19-მაი-2018, 02:06
0395
მიუნხენურმა კლუბმა 20 წლის ვინგერში 60 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა ლევერკუზენის „ბაიერს“, იუწყება ESPN, მოლაპარაკებებთან ახლოს მყოფ პირზე დაყრდნობით.

თუმცა ლევერკუზენის „ბაიერს“ იმედი აქვს რომ ლეონ ბეილის ტრანსფერში 100 მილიონამდე გამოიმუშავებს და ურჩევნია იამაიკელი „რეალში“ გაუშვას, რომელიც ასევე კონკრეტულ ინტერესს იჩენს ფეხბურთელის მიმართ.

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ ჟორჟ მენდეშს თხოვა შეესწავლა ბეილის ყიდვის შესაძლებლობა.
„ბავარიაში“ კი თვლიან, რომ თვითონ ლეონი არჩევანს მიუნხენური კლუბის სასარგებლოდ გააკეთებს, თუმცა რეკორდმაისტერს მოუწევს თანხის გაზრდა, რათა „ბაიერი“ დაარწმუნოს ფეხბურთელის გაშვებაში.
2017 წელს „ბაიერმა“ ბეილიში ბელგიურ „გენკს“ 13 მილიონ ნახევარი გადაუხადა.

ბეილის ბუნდესლიგაში შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა და მისით ბევრი კლუბი დაინტერესდა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

ბეილი მარცხენა ფლანგზე თამაშობს, სადაც „ბავარიის“ ორივე ვინგერი კინგსლი კომანი და სერჟ გნაბრია დომინირებული, მაგრამ კომანი ადრე მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა და ბეილის დამატების შემთხვევაში თავის ძველ პოზიციას დაუბრუნდება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..